ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ნაკლებადცნობილი ფაქტები ადამიანის ფსიქოლგიის შესახებ

2014-12-12 12:44:47

1. ცნობილია თქვენთვის, რომ გარეგნულად ადამიანი რაც უფრო წყნარადაა, მის გარშემო მყოფი ადამიანები მით უფრო ნაკლებად ცდილობენ, რომ შეეწინაღმდეგონ საუბრის დროს, თუკი სიტუაცია სრულიად პირიქით არის და ადამიანები ბოლო ხმაზე უმტკიცებს სხვებს თავის სისწორეს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევენ გარშემო მყოფები და აგრესიულადაც მოყავთ არგუმენტები.

2. სტატისტიკის თანახმად, საშუალოსტატისტიკური ქალს ყავს საშუალოდ 4 სექსუალური პარტნიორი, ხოლო კაცი ამ რიცხვს ზრდის 7-მდე. მათ სხვადასხვა მოტივაცია: ბევრი პარტნიორის ყოლა ქალს არ ჰმატებს პატიოსნებას. სინამდვილეში სექსუალური პარტნიორების რაოდენობა თითქმის ერთიდაიგივეა, უბრალოდ ქალები და კაცები, მათ იმახსოვრებენ სრულიად სხვადასხვანაირად.

3. დანაშაულის დეტალებს კაცები და ქალები ერთნაირად არ იმახსოვრებენ. მაგალითად – ქურდობა, როდესაც დამნაშავე ართმევს მსხვერპლს ჩანთას, კაცი იმახსოვრებს დამნაშავეს, ხოლო ქალს შეუძლია დეტალურად ასახოს მსხვერპლის სახის გამომტყველება.

4. თუკი თქვენ თვლით, რომ ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ, თქვენ ცდებით. ანთროპოლოგებმა ფსიქოლოგებთან ერთად დაადგინეს, რომ ახლო ნაცნობების რაოდენობა შეადგენს 50-დან 150-მდე ადამიანს.

5. იცით, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი კრიმინალებსა და გარეგნობას შორის? სტატისტიკის თანახმად, რომ დამნაშავეები არიან არამიმზიდველები გარეგნულად. ლამაზი ადამიანი უფრო იშვიათად არღვევს კანონს.

6. მომდევნო ფაქტი ეხება კაცობრიობის ლამაზ ნაწილს. ტანსაცმლის მაღაზიაში ყოფნისას, ქალები პირველ რიგში ყურადღებას აქცევენ ადგილებს, სადაც ყველაზე დიდი არეულობაა. გონებაში მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი საინტერესო სწორედ იქ არის.

7. თუკი ადამიანი იმყოფება სრულიად უცნობ ადგილას ის ყოველთვის უხვევს მარჯვნივ.

8. როდესაც თქვენ ხედავთ სიზმარს, მაშინ თქვენი ტვინი გულმოდგინედ მუშაობს, ის აერთიანებს მთელი გასული დღის ინფორმაციას, მიღებული ინფორმაციით ის ქმნის ასოციაციებს და წყვეტს, რა დაივიწყოს და რაზე გაამახვილოს ყურადღება, როდესაც გირჩევენ კარგად დაისვენოთ მაგალითად გამოცდების წინ, თქვენ უკეთესად დაიმახსოვრებთ ინფორმაციას, თუკი ისწავლით მას პირდაპირ ძილის წინ.

9. ოცნებებს ადამიანი უთმობს თავისი დროის დაახლოებით 30%, არაა გამონაკლისი, რომ ეს პროცენტი გაიზარდოს, მაგრამ ეს ცუდი არ არის. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ოცნებობენ, უფრო სწრაფად და უკეთესად წყვეტენ პრობლემებს.

10. NFL-ს და NHL-ს სტატისტიკების შესწავლის შემდეგ ნაჩვენები იქნა შთამბეჭდავი შედეგები. როგორც ჩანს, მსაჯები უფრო ხშირად აჯარიმებენ მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ შავ ფორმებში.

ucnauri.com

სხვა სიახლეები