ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

სოლომონ პავლიაშვილის თვალით დანახული 2014 წლის ეკონომიკური მოვლენები

2015-01-02 19:25:15

საბა მეგრელიშვილი

რა იყო 2014 წელს ქართულ ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რა გავლენას მოახდენს რუსულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, რუბლის გაუფასურება საქართველოზე და რატომ დაეცა ლარის კურსი? - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ სახეზე ლარის ინფლაცია კი არა, დევალვაციაა. მისივე განმარტებით, იმპორტიორები ქართული ბაზრის შენარჩუნებას ცდილობენ და ამიტომ, ფასებს ჯერ არ ზრდიან. პროდუქცია არც ქართველ ექსპორტიორებს გაუძვირებიათ. სოლომონ პავლიაშვილის მოსაზრებითვე, ლარის გამყარების ყველაზე ეფექტური გზა ინვესტიციებისა და ტრანსფერების გაზრდაა...

სოლომონ პავლიაშვილი: 2014 წელს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გლობალური მოვლენა, პირველ რიგში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაა. ამ ხელშეკრულებით, რომელიც დანართებითურთ, თითქმის 2000-გვერდიანი დოკუმენტია, ყველა ის ვალდებულება განისაზღვრა, რომელიც საქართველომ დემოკრატიული, ინსტიტუციური, ეკონომიკური, თავისუფალი ვაჭრობის თუ სხვა მიმართულებით უნდა შეასრულოს. ეს ჩვენი სამთავრობო და საპარლამენტო ხელისუფლებების ყოველდღიური სახელმძღვანელო დოკუმენტია...

მოკლედ, საკითხი ასე, პირდაპირ და კონკრეტულად დგას: თუკი ევროკავშირი გვინდა, ყველა ის სოციალური თუ პოლიტიკური ვალდებულება, სირთულის მიუხედავად, უნდა შევასრულოთ. ზოგიერთი ღონისძიება ხელისუფლებისთვის შეიძლება, პოპულარული და სოციალურად მომგებიანი არ იყოს, მაგრამ  უნდა გატარდეს, რადგან ამ ღონისძიებებს, გრძელვადიან პერიოდში, დიდი პოზიტიური ეფექტი მოჰყვება.

ბატონო სოლომონ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გასაგებია, მაგრამნაციონალებიამტკიცებენ, რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა, ხელისუფლება კი, ეკონომიკურ მიღწევებზე საუბრობს. რეალურად, რა ხდება?

- ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებული ან ისეთი, რაც “ნაციონალების” დროს არ ხდებოდა, ნამდვილად არაფერი ხდება. ყველაზე  მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ კერძო საკუთრებასა და ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევები აღარაა. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე არ მსმენია. წინა ხელისუფლების დროს კი, მოგეხსენებათ, ბიზნესმენებს პირდაპირ ეთერში იჭერდნენ, რაც ადამიანებში შიშსა და პანიკას იწვევდა.

იცით, საქმე რაშია? - თუკი ადრე ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს არ უჭირდა, ეს შეიძლება, იმითაც აიხსნას, რომ გადამხდელები გადასახადს, ხშირად შიშითა და ზეწოლით, წინასწარაც იხდიდნენ.

არითმიასავით მოციმციმე ლარის კურსზე რას იტყვით? ამის გამო ვინმე უნდა დაისაჯოს?

- ლარის კურსის ციმციმი “არ ახალია, ძველია”. საერთოდ, ეს ინფლაცია კი არა, დევალვაციაა.

დევალვაცია რამ გამოიწვია?

- პირველ რიგში, რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა.

რუსული რუბლის გაუფასურებას ლართან რა ხელი აქვს?

- რუსეთიდან გადმორიცხვები თითქმის 45%-ითაა შემცირებული, რაც ბაზარზე, პრაქტიკულად, დოლარის ნაკლებობას იწვევს. ანალოგიური პროცესები 1998 წელსაც განვითარდა, როცა რუსეთის ამბები საქართველოს დომინოს პრინციპით გადმოედო და მაშინდელმა სამთავრობო ეკონომიკურმა ბლოკმა ვერაფერი გააკეთა, რომ ეს შედეგები აგვეცილებინა. არადა, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდიც მთავრობას შესაბამის გაფრთხილებებს აძლევდნენ.

ყველაფერი ეს 2008 წლის მსოფლიო კრიზისისა და რუსეთის აგრესიის დროსაც განმეორდა.

გამოდის, რომ მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზე ვართ დამოკიდებულნი?

- ამას ვერ ვიტყვი...

სხვათა შორის, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის

მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2 628 მლნ. აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), იმპორტი კი - 7 731 მლნ აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2014 წლის იანვარ-ნოემბერში, 5 103 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთზე ექსპორტის დაახლოებით 10%, იმპორტის კი, 6% მოდის...

ასეა თუ ისე, მოლოდინი, რომ რუსეთი ქართული პროდუქციის მთავარი გასაღების ბაზარი იქნებოდა, გაქრა?

- პირადად, მე ეს არასოდეს მითქვამს, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართული ღვინოებისა და მინერალური სასმელების ექსპორტისთვის ამ ბაზრის გახსნა და ემბარგოს მოხსნა აუცილებელი იყო. აი, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებით სხვა ბაზრებით ჩანაცვლების საკითხს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. კარგად მახსოვს: 2006 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, აუცილებლად მოვძებნით რუსეთის ალტერნატიულ ბაზრებსო, რაც რბილად რომ ვთქვა, სიცრუე აღმოჩნდა. იცით, საწყენი და მიუღებელი რა არის? - ჩვენი მეღვინეებისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა სწორედ ჩვენი დემაგოგიითა და მაშინდელი მთავრობის პროვოცირებით მოხდა, რამაც ქართველ გლეხს მხოლოდ ეკონომიკური კი არა, მორალური დარტყმაც მიაყენა - დაიკარგა ვენახების გაშენების, ღვინის ქარხნების მშენებლობის, ამ სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოტივაცია და გლეხებმა ყველაფერი ეს საზამთროსა თუ სხვა, საქართველოსთვის არატრადიციული კულტურებით ჩაანაცვლეს. ალტერნატიულ ბაზრებზე, ცხადია, უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ამავე დროს, არ შეიძლება, რუსეთის ბაზარზე უარი ვთქვათ. გასაგებია, რომ რუსეთის ხელისუფლება არაპროგნოზირებადია და არავინ იცის, თავში რა დაარტყამს, მაგრამ ამ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ხომ ხედავთ, წელიწადზე მეტია, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, მაგრამ ქართულმა პროდუქციამ თავისი დაკარგული ადგილი ჯერ კიდევ ვერ დაიბრუნა და, ალბათ, კარგა ხანს ვერც დაიბრუნებს...

არაოფიციალური მონაცემებით, რუსეთში საქართველოს მილიონამდე  მოქალაქე ცხოვრობს, რომლებიც საქართველოში ოჯახებს ინახავენ. მაშასადამე, რუსული ეკონომიკური კრიზისი ქართულ სოციალურ პრობლემებს გააუარესებს, არა?

- დიახ, გარკვეულ დონეზე ნამდვილად ასე იქნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართულ ეკონომიკაზე ყველაფერმა ამან ირიბი უარყოფითი ეფექტი მოახდინოს. რუსეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები სომხეთი და აზერბაიჯანი არიან, ვისთანაც ჩვენც, ასევე, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები გვაქვს. მაგალითად, საქართველოს ექსპორტის 19% აზერბაიჯანზე მოდის, 10 კი - სომხეთზე...

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც 2014 წელს მნიშვნელოვანი იყო - ვერ ამუშავდა ანტიმონოპოლიური სამსახური. ეს მიზანმიმართულად ხომ არ ხდება, ანუ ახლადშექმნილი სახელმწიფო უწყება მონოპოლისტებთან გარკვეულ ფარულ გარიგებაზე ხომ არ წავიდა?

- რამდენიმე დღის წინ, პრემიერმა ამ სამსახურს დაავალა, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინოს, თუ რა ხება ნავთოპროდუქტებში. ვნახოთ, რა მასალას დადებს - ეს ანტიმონოპოლიური სამსახურის პირველი ტესტი იქნება. მე თუ მკითხავთ, ეს სამსახური პოპულიზმს არ უნდა აჰყვეს და დასკვნა საზოგადოების ზოგადი განწყობისა და ვარაუდის მიხედვით არ უნდა გამოიტანოს...

ბატონო სოლომონ, რა ამის პასუხია და, ახლახან, როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ირლანდიაში იმყოფებოდით. რა სიახლეებს დანერგავთთბილისის სასწავლო უნივერსიტეტშიდა, საერთოდ, ჩვენი განათლების სფერო მსოფლიო განათლებას ფეხს ოდესმე აუწყობს?

- ირლანდიაში, ერთკვირიანი ვიზიტით, თბილისის მერთან ერთად ვიმყოფებოდი და შეხვედრები დუბლინის ტრინიტი კოლეჯში გავმართე. კერძოდ, კოლეჯის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შევხვდი. შეხვედრაზე სწორედ ამ თემებზე ვისაუბრეთ. ასევე, ირლანდიაში სტუდენტების სწავლისა და აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის საკითხებიც განვიხილეთ. გავეცანი იქაური სწავლების მეთოდიკას, სასწავლო პროცესის რეგულირებასა და პროგრამების შემუშავების ფორმებს.

სხვათა შორის, მასპინძლებმა მსოფლიოში უძველესი კელტების ბიბლიოთეკაც დამათვალიერებინეს.

საერთოდ, 2014 წელი “თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისთვის” ერთობ ნაყოფიერი იყო - გარდა იმისა, რომ სახელმწიფო უწყებებსა თუ პოლონეთის და გერმანიის პოპულარულ სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გავაფორმეთ, რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა უნივერსიტეტმა კიდევ ორ საბაკალავრო - საჯარო მმართველობისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაზე აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც იმას ნიშნავს, 2015-2016 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტებს ამ პროგრამების არჩევის საშუალებაც ექნებათ.

სხვა სიახლეები