ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა

2017-11-30 13:04:35

"რეზონანსი"

"ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში საშუალო ფენა განახევრდა. გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რისკის მატარებლებად ითვლებიან. ასეთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 000 ლარს არ აღემატება. საშუალო ფენა თანდათან გაღარიბდა, ხოლო ღარიბები გაღატაკდნენ. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან. სოციოლოგების განმარტებით, საშუალო ფენის განკარგვადი შემოსავალი შემცირდა და მათი უმეტესი ნაწილი საკრედიტო მომსახურებისკენ წავიდა, რამაც უამრავი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. თამამად შეიძლება თქმა, რომ დღეს სავალუტო ქაოსისა და ეკონომიკური სტაგნაციის გამო, საშუალო ფენის კრიზისია. ეს პროცესი დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბოლო 3 წელიწადში საშუალო ფენა განახევრდა / ურთულესი ვითარებაა რეგიონებში, სადაც საშუალო შეძლების მოქალაქეები თითქმის აღარ არიან

"ის, რომ მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებული ნაწილიც შემოსავლების კლებას უჩივის, სპეციალისტებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განმარტებით, საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც, ეს კი რეალური შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს. არჩვაძის თქმით, საქართველოში მოსახლეობის დიფერენცირება, შემოსავლების მიხედვით, საგრძნობლად მაღალია. თითოეულ სოციალურ ჯგუფს თავისი პრობლემა, რისკი და გამოწვევა გააჩნია. მიზეზთა გამო, შემოსავლები მდიდართა ფენაში სწრაფად იზრდებოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, მთელი რიგი დახმარებისა და ხარჯის გამო დაბალშემოსავლიანთა შემოსავალმა მოიმატა. აქ ორი მომენტია: უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ადამიანები, რომელთაც საშუალო შემოსავალი აქვთ და საშუალო სტანდარტის შესატყვისი მოქალაქეები და მათი შემოსავლები. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი როგორც მდიდარ, ასევე საშუალო და ხელმოკლე ოჯახებშიც. ბოლო წლებში ჩვენ არ გვქონდა საკმარისად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ამიტომ შემოსავლების ზრდის მიხედვით წინსვლა არ გვქონია, პირიქით, შემცირდა კიდეც. ის, რომ საქართველოს მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი არის დამოკიდებული საბანკო სესხებზე, ძალიან ცუდია. სესხების მომსახურება აიძულებს მათ, შემოსავლების სულ უფრო დიდი ნაწილი ბანკების მომსახურებისკენ მიმართონ. თავისთავად არა იმდენად შემოსავლების ზრდა განსაზღვრავს ადამიანის კეთილდღეობას, არამედ ის, თუ თითოეული ამ ოჯახის შემოსავლების რა ნაწილი მიიმართება საკრედიტო მომსახურებისკენ და აქ უკვე რთულადაა საქმე. საბანკო დაწესებულებებზე დამოკიდებულება არის მაღალი ყველა ფენაში, რაც რეალურად განკარგვადი შემოსავლების მოცულობას მნიშვნელოვნად ამცირებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"სოციოლოგების ინფორმაციით, საშუალო ფენიდან, რომელიც ლარის დევალვაციამდე ქვეყანაში 20% იყო, ნახევარმა, უკვე გადაინაცვლა ღარიბთა ფენაში. ახლა მათი ოდენობა ქვეყნაში დაახლოებით 10%-ია და ეს მაჩვენებელიც დროთა განმავლობაში გაუარესდება, თუკი ლარის კურსი არ გამყარდება. ექსპერტი სოციალურ საკითხებში პაატა აროშიძე ვარაუდობს, რომ მდგომარეობა სოციალურ ამბოხამდეც მივა, თუკი ხელისუფლება მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდება. აროშიძის თქმით, ლარის კურსით გამოწვეული პრობლემა პირდაპირ აისახა მოსახლეობის ცხოვრების წესსა და შემოსავლებზე. როცა ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და ეროვნული წარმოება არ გააჩნია, ყოველთვის გასაჭირშია. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა სურსათისა და სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების ტენდენცია, მაგრამ ჩვენთან ამ პრობლემას ლარის გაუფასურებაც დაემატა. შემოსავლები ან საერთოდ არ იზრდება, ან იმდენად მცირე ტემპით მატულობს, რომ ხალხი ვერც კი გრძნობს. კომუნალური მომსახურებაც ძვირდება, რის გამოც არათუ დაბანდებისთვის, ხალხს ფული პროდუქტის მოსამარაგებლადაც არ ყოფნის. შემოსავლების ნაწილი შთანთქა ინფლაციამ, ნაწილი - გაძვირებულმა პროდუქტმა და ცხოვრება კიდევ უფრო გაჭირდა. საშუალო ფენის კრიზისია ქვეყანაში. მათი საკმაო ნაწილი გაღარიბდა და ახლა ეს კატეგორია 10%-მდე დავიდა, ხოლო ღარიბებმა ღატაკთა ფენაში გადაინაცვლეს", - განაგრძობს გამოცემა.

"აროშიძს თქმით, თქმით, თბილისში ეს პრობლემა დიდად არ ჩანს, მაგრამ რეგიონებში მცხოვრებლებს ძალიან უჭირთ. საშუალო შეძლების ადამიანი რეგიონებში უკვე დიდი იშვიათობაა. ხალხს იმდენად უჭირს, არ გამოვრიცხავ, ეს კრიზისი სოციალურ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს. ხელისუფლება ვითარებას თუ ვერ გამოასწორებს, საპროტესტო ტალღას მიიღებს. წინ საახალწლო პერიოდია, როცა ფულს უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ, რეალურად, შემცირებული შემოსავალი გასაქანს ვერ იძლევა. ხალხში გროვდება გულისწყრომა და ამან შეიძლება, გაზაფხულზე ამოხეთქოს კიდეც. სამსახურიდან თუ დაითხოვეს, დიდ ქალაქში რაღაცას გააკეთებს ადამიანი, "ტაქსაობას" მაინც ეცდება, რაიონებში ესეც კი არ არის შესაძლებელი. ფაქტობრივად, თბილისისა და ბათუმის გარდა, ყველგან მძიმე ვითარებაა. ამ ქალაქებშიც ჭირს, მაგრამ სხვა რაიონებსა და სოფლებში ხალხი შიმშილობს, უამრავია ასეთი ოჯახი მთელი საქართველოს მასშტაბით", - წერს სტატიის ავტორი

სხვა სიახლეები