ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

„რაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოხდა, ეს არის რუსულ-თურქული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ“

2017-12-06 13:00:21

მანანა ნოზაძე

ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის განადგურებამ აქტუალური გახადა შეკითხვა - უნდა მომხდარიყო თუ არა ამ ადამიანების ლიკვიდირება, ხომ არ აჯობებდა სულ სხვა ფორმა და მეთოდი გამოეყენებინათ ამ ჯგუფის განეიტრალებისთვის?! მით უმეტეს, რომ კავკასიური ფაქტორიდან გამომდინარე, ჩრდილო კავკასიელებსა და ქართველებს ყოველთვის სხვაგვარი დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც არასდროს ჯდებოდა რუსეთის იმპერიულ ინტერესებში.

იმ ტრაგიკულ დღეებში საინტერესო იყო საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სიტყვები, რომელმაც ქართველი და ჩეჩენი მებრძოლების დაღუპვა თანაბრად განიცადა:

„ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი“.

იმ ფონზე, როცა ქართველი ერის სულიერი წინამძღვრები, მათ შორის, ჩვენი კლასიკოსი მწერლები, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ კავკასიელ ხალხთა გაერთიანებას, რამდენად შეიტანს მომხდარი დაპირისპირება ბზარს ჩეჩნებისა და ქართველების ურთიერთობაში? ამის შესახებ For.ge-ს „სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე ესაუბრა.

როგორ აღიქვამენ კავკასიელები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარს და ემზადებიან თუ არა შურისძიებისთვის? მით უმეტეს, რომ ეს არ იყო ტიპური ტერორისტული აქტი, ჯგუფის წევრებს არ აუყვანიათ მძევლები და არ უსვრიათ მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.

- რაც მოხდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ეს არის რუსულ-თურქული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ. ამის ძაფები გამჭვირვალეა და ერთი მიზანია, ჩამოაგდონ ქართული სახელმწიფოს მტრობა პანკისის მოსახლეობასთან, იმ ხალხთან, ახლა ჩეჩნებს რომ ეძახიან, მაგრამ რეალურად ისინი ქისტები არიან. ეს არის მათი გამჭოლი მიზანი და ეს მომდინარეობს პუტინისაგან, რომელიც ავანტიურებზე წამსვლელია, რადგან მისი ბატონობა რუსეთში მთავრდება. რუსეთის შედარებით პასუხისმგებელ წრეებში კარგად იციან, რომ პუტინს თავისი სახელმწიფო მიჰყავს კრახისკენ. ისინი ეძებენ ყველა გზას, რომ სწორედ დღეს დაგვარტყან კახეთიდან, რადგან საქართველოს ყველაზე სუსტი ადგილი არის კახეთი. იქ რუსეთს ყადორის უღელტეხილამდე მიყვანილი აქვს გზატკეცილი და მზად არიან ზემოდან დაარტყან კახეთს. რუსები ამისთვის ემზადებიან. თავისთავად, ქართველების და ჩეჩნების ურთიერთობა, მით უმეტეს, პანკისელი ქისტების ურთიერთობა საუკეთესო იყო. ჩვენ ყოველგვარ ექსტრემისტულ ტერორიზმს, რასაც თავისი ფსიქოლოგიური საფუძვლები ჰქონდა და აქვს, გავერიდეთ სწორედ იმით, რომ ჩეჩნებთან გვქონდა პირდაპირი სტრატეგიული მოლაპარაკება ამ თემაზე. პოლიტიკოსი ჩეჩნები გვიცავდნენ ტერორისტი ჩეჩნებისგან და მათ არ დაუშვეს არც ერთი შემთხვევა საქართველოს წინააღმდეგ. ვგულისხმობ ემიგრაციაში მყოფ ჩეჩენ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ჩვენ ისლამურად მოტივირებული ტერორიზმისაგან დაგვიცვეს და სწორედ საზღვარგარეთიდან ზემოქმედებდნენ ადგილობრივ სიტუაციაზე. ეს არის რეალობა. ახლა ვიღაცები რაღაცას ჩალიჩობენ ქართველი „შპიონების“ მონაწილეობით. მე პირადად ვიცი გარკვეული გარემოება, რომელიც სხვებმა არ იციან. ლაფანყურის ტრაგედია რომ მოხდა, იმ თვეებში, დაახლოებით წელიწადნახევრის მანძილზე, მირეკავდა ძალიან ცნობილი პანკისელი ქისტი, რომელიც ზვიადის დროიდან იყო პარლამენტში. ეს გახლდათ მათე ციხესაშვილი.

იჩქერიის დევნილი მთავრობის უხუცესი წევრი, რომელიც ამბობდა, რომ პანკისელები ლაფანყურის საქმის გამო შურს იძიებდნენ საქართველოს მაშინდელ ძალოვანებზე?

- დიახ. იგი სტრასბურგში იყო და დღესაც არის, საქმეში ჩახედული, პოლიტიკოსი კაცია, განათლებით ისტორიკოსი. ის მირეკავდა და მეკამათებოდა ხოლმე ხან ხუმრობით, ხან სერიოზულად ქართველი ერის პოლიტიკაზე. ახლა სააკაშვილი ვინც იყო, ყველამ კარგად ვიცოდით, მაგრამ მათეს ქართველი ერის პოლიტიკასა და ქცევაზეც ჰქონდა შეკითხვები. ირონიით მელაპარაკებოდა, ეს ხართ ქართველები, სააკაშვილს სასჯელიც არ დააკისრეთო?! ერთი საინტერესო ფაქტი მახსოვს. მოგეხსენებათ, ხრუშჩოვის პერიოდში საბჭოთა რეჟიმი ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო და პოლიტიკურ თემებზე განსხვავებულად საუბარი, მართალია, სასიკვდილოდ არ ითვლებოდა, მაგრამ სახიფათო ნამდვილად იყო. ასეთ რთულ პერიოდში საჯარო ადგილას ერთი პანკისელი კაცი ლაპარაკობდა, ჩვენ ვართ საქართველოს მაცხოვრებლები და ვალდებულნი ვართ საქართველოსთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთო. ასეთი ფსიქოლოგიური შთაბეჭდილება შემომრჩა პანკისელების შესახებ. ამიტომ ჩემთვის სრულებით ნათელია, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მომხდარი ოპერაცია ავანტიურისტი პუტინის მხრიდან იყო დაგეგმილი, რომელიც დღესაც გეგმავს დარტყმას, ან დარტყმის სიმულაციას კახეთზე სწორედ ზემოხსენებული უღელტეხილის მხრიდან.

რაც შეეხება თურქეთის ინტერესებს, თურქეთს სურს, ტერორიზმმა საქართველოს წინააღმდეგ რაც შეიძლება ფართო მასშტაბი მიიღოს. საქართველოში აქამდე ტერაქტები არ მომხდარა, ახლა კი შექმნეს რეალური საფუძველი, რომ ტერაქტები მოხდეს. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო სისტემა, სადაც ერთ ბანაკში არიან ჩინეთი პირველ ნომრად, პოტენციაშია რუსეთი მეორე ნომრად და რეალობაში უკვე ამოქმედებულია ჯიჰადი მესამე ნომრად. დასავლეთის სტრატეგიაა, შევიდეს და დამკვიდრდეს შუა აზიაში იმისთვის, რომ იქ აღმართოს ზღუდე ჩინეთისგან დასაცავად. თუ ეს არ მოხდა, მაშინ ჩინეთი წალეკავს შუა აზიას, პირველ ყოვლისა, დემოგრაფიულად, ხოლო წალეკილი შუა აზია წაგვლეკავს კავკასიას მთლიანად შავ ზღვამდე. ასეთ რთულ ვითარებაში ბევრი კითხვებია ამ კონკრეტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვიცით, როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი, როგორ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ისეთი საიდუმლო ბინა შეარჩიეს, რომლის გამქირავებელიც პანკისელი ქისტი ქალი იყო. ანუ სპეციალურად ნახეს ასეთი ბინა, ჩაყარეს იქ იარაღი. ახლა რა იარაღია, რა მასშტაბისაა, ცხადია, ტანკს და ჯავშანტექნიკას ვერ ჩაყრიდნენ ერთ ბინაში. ეს იყო საბრძოლო იარაღი და რამდენად ღირდა ეს ყველაფერი ამ სპეცოპერაციად და რით იყო მოტივირებული ეს ოპერაცია, ჩვენ არ ვიცით. როგორც სააკაშვილის ხელისუფლება იყო აშკარად არასანდო და ის ჩვენი ხელისუფლება არ ყოფილა, არამედ რუსული იყო, ასევე იყო შევარდნაძის ხელისუფლება და დღესაც ამ ოპერაციის განხორციელებაც ნდობას არ იმსახურებს.

როგორც ჩანს, თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის უსისხლოდ განეიტრალება შეიძლებოდა.

- ჩვენ არ ვიცით, ინფორმაცია არ გვაქვს, საერთოდ, შეიძლებოდა თუ არა უბრალოდ სართულების ბლოკირება, ზედა და ქვედა სართულების დაკავება და გარედან მუდმივი თვალთვალი. თუმცა ატყდა ეს ოპერაცია საზოგადოებისთვის სრულებით გაუთვალისწინებლად, ოპერცია ჩატარდა არაგამჭვირვალე პირობებში. ასე რომ, ეჭვი უკვე არის, პოტენციური სუბიეტიც ამ ეჭვისა ჩანს, პოტენციური მიზანიც ჩანს რუსეთ-თურქეთის ინტერესების სახით, დანარჩენი კი ყველაფერი მკითხაობის საგანია. მართალია, ამ ოპერაციის შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოს პანკისის მოსახლეობასთან აქვს უსაზღვრო ნდობის ატმოსფერო არა მხოლოდ ახლა, არამედ ისტორიულად. ხარისხიანი მოდგმა რომ ვართ ჩვენც, ქართველები და ისინიც, ქისტები, ეს კარგად ვიცით. ამიტომ კაცური ნდობა, სიტყვაზე ნდობა და მორალური ნდობა ჩვენ შეგვიძლია. სამწუხაროდ, ეს განსხვავება ახლა მოსპეს. მაინც იმედი მაქვს, რომ ვერ მოსპობენ, მაგრამ არის დიდი მცდელობა, რომ მოსპონ.

არის ასეთი ვერსიაც, რომ ბინაში გამაგრებულები რუსეთში აპირებდნენ ტერაქტის მოწყობას და არა- საქართველოში.

- საინტერესოა, იმ კორპუსის ბინაში რამდენი იარაღი დაეტეოდა? სახლში რა უნდა გაეკეთებინათ, ვინ ჰყავდათ მოსაკლავი ერთ ბინაში? იმედი მაქვს, ამით ჩეჩნები არ გადავიკიდეთ, რადგან ბრმები არც ისინი არიან, არც-ჩვენ. მახსოვს, ჩრდილო კავკასიიდან ქისტები რომ გაასახლეს, მაშინ შუააზიიდან ჩამოსულმა ქისტებმა შექმნეს რაზმები. ორი დიდი რაზმი მოქმედებდა და ერთი მათგანი მოქმედებდა სწორედ კახეთის ტყეებისგან ცოტა იქით. ისინი ქართველებთან ყოველთვის კარგ ურთიერთობაში იყვნენ, მაგრამ მოხდა პროვოკაცია, ვიღაცები ჩავიდნენ ხევსურეთში და მოკლეს ექვსი ხევსური, თითქოსდა, ქისტური რაზმის სახელით. წავიდნენ ხევსურები და შური იძიეს, მოკლეს ცხრა ქისტი რაზმელი. ამდენი სისხლის დაღვრის შემდეგ ხევსურეთის მოსახლეობამ და ქისტურმა რაზმმა მაინც შეძლეს, ჭეშმარიტებამდე მისულიყვნენ. მათ გამოქექეს ჭეშმარიტება და დაზავდნენ. სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ხევსურები კგბ-მ მოკლა, სხვა ვინ მოკლავდა და მკვლელობა ქისტებს გადააბრალა.

ხშირად იხსენებენ აფხაზეთში ჩეჩნების ნამოქმედარს, რომლებიც აგრესიულად ექცეოდნენ ქართველებს.

- ეს მართალია, აფხაზეთში ჩეჩნები ომობდნენ. რეალურად, დუდაევს ქართველებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ, როგორც ვიცი, დუდაევს ასეთი ფორმულირებაც ჰქონია, რომ ჩვენ ჩეჩნეთის პოლიტიკური ინტერესებისთვის ვიბრძვით აფხაზეთშიო. რა თქმა უნდა, აფხაზეთში მსხვერპლი ჩვენი მხრიდანაც იყო და მათი მხრიდანაც, მაგრამ ქართველების გენოციდში ჩეჩნებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ზოგადად, დუდაევი საქართველოს მომხრე იყო. ერთი ეპიზოდიც მახსოვს, აფხაზეთში თუ ცხინვალში ქართველები განადგურებულნი იყვნენ, გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ასეთ რთულ დროს ჩეჩნებმა დახოცეს რუსული ნაწილი, რომლებიც ქართველებს მისდევდნენ. რუსებმა კი არ გაამხილეს, რომ ჩეჩნებს ამ საქციელს მიუხვდნენ.

ამას ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ისტორიული სიმპათიებით ხსნით, რასაც ღრმა ფესვები და საერთო ღირებულებები ჰქონდა?

- აქ მნიშვნელოვანია კავკასიის ხალხების ზნეობრივი ურთიერშეთავსება და ერთი და იმავე ღირებულებების ქონა.

ალბათ, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თავიდან ჩეჩნებიც ქრისტიანები იყვნენ.

- დიახ, ქრისტიანები იყვნენ და შაჰ აბასის დროს დასრულდა მათი სრული გამუსლიმანება. ჩრდილო კავიასიაში დღემდეა შემონახული ქრისტიანული ნაგებობანი. ჩეჩნები, ქისტები იდგნენ ქრისტიანობის გავრცელების გზაზე, შემდეგ კი მოვიდნენ მონღოლები და სულ სხვა სიტუაცია შექმნეს კავკასიაში. შაჰ აბასის დრომდე ჩეჩნები მასობრივად მუსლიმანები მაინც არ იყვნენ. მათი ინტენსიური გამუსლიმანება მოახდინა სწორედ შაჰ აბასმა. ასე რომ, კავკასია სისხლით, ცნობიერებითა და კულტურითაა დაკავშირებული საქართველოსთან. კავკასიელებისთვის ჩვენ ორიენტირები ვართ. 

სხვა სიახლეები