ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ყველაზე დიდი შეცდომები ისტორიაში, რომლებიც დღემდე დამახინჯებულად იცით

2014-12-02 12:30:21

1. ევამ ჩაკბიჩა “აკრძალული ვაშლი”.

ვაშლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია, თუმცა დღემდე სარგებლობს ცუდი რეპუტაციით, როგორც “აკრძალული ხილი” ედემში, რომელიც ევამ მიიღო და ამით დაეცა კაცობრიობა. თუმცა, ბიბლიაში არსად არის აღნიშნული, რომ აკრძალული იყო მაინცდამაინც ვაშლი (გამოცხადება 3:3).





2. ისააკ ნიუტონს დაეცა ვაშლი და ამით აღმოაჩინა დედამიწის მიზიდულობის კანონი.





ცნობილი ინციდენტის მიხედვით ცნობილია, რომ ისააკ ნიუტონი ერთ-ერთი მუშაობის დროს განტვირთვის მიზნით იჯდა ხის ქვეშ და სწორედ მაგ დროს ჩაეცა ვაშლი, თუმცა ეს სახუმარო ისტორია, რომ მაგ დროს აღმოაჩინა დედამიწის მიზიდულობის კანონი, მხოლოდ სახუმარო ისტორიაა, რომელიც Voltaire-მა გაავრცელა.

3. Walt Disney-მ დახატა მიკი მაუსი.

მსოფლიოში ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მულტფილმის გმირი “მიკი მაუსის” დახატვა მიეწერა Walt Disney-ს (უოლტ დისნეი), სინამდვილეში კი მიკი მაუსი სტუდია“Disney”-ს პირველი ანიმატორის Aba Iverksa-ს შემოქმედებაა. უოლტ დისნეი არასოდეს გამოირჩეოდა ხატვის ნიჭით და სწორედ ამისათვის ჰყავდა სტუდიაში სწრაფი მხატვარი Aba Iverksa, რომელიც დღეში 700 ნახატს ქმნიდა.

4. Van Gogh-მა ყური საკუთარი ხელით მოიჭრა.

კარგად მოგეხსენებათ, რომ დიდმა მხატვარმა Van Gogh-მა (ვან გოგი) თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე, რომელიც ყურის მოჭრას მოჰყვა და მას ხშირად ყურმოჭრილ მხატვრად იხსენიებენ, თუმცა ეს ასე არაა მეგობრებო. მართალია მან მარცხენა ყურის კუთხე პატარაზე მართლა მოიჭრა, თუმცა არა იმიტომ რომ დაეხატა, ან თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. თავისი ცხოვრების მხოლოდ რვა წელი ხატავდა იგი და ვინაიდან ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო, ხატავდა, შემდეგ კი ნაშრომების გაყიდვით კავდებოდა, რაც არც ისე ადვილი იყო მაშინ ფულის საშოვნელად. ასე, რომ დიდი მხატვარი ყურის მოჭრით კი არა, შიმშილით გარდაიცვალა.

5. იმპერატორი ნერონი რომში ხანძრის დროს ვიოლინოზე (სკრიპკა) უკრავდა.

ყველამ იცით ეს გავრცელებული ამბავი, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 64 წელს, როდესაც რომში გაჩნდა ხანძარი და მთელი ქალაქი იწვოდა, იმპერატორი ნერონი თურმე ვიოლინოზე უკრავდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიოლინო ჩვენი წელთაღრიცხვით 1600 წელს გამოიგონეს, ნერონი არ უკრავდა მასზე და სხვადასხვა წყაროების დასტურით უკრავდა ქნარზე და არა რომში, არამედ თავის ვილაში, რომელიც რომიდან 30 მილში მდებარეობდა და ნერონისთვის მოცემულ მომენტში არ იყო ცნობილი ხანძრის შესახებ და ის უბრალოდ უკრავდა.

6. William Shakespeare-მა დაწერა ისტორია “ჰამლეტზე”.

უილიამ შექსპირი ყველა დროის ცნობილი დრამატურგი იყო, წერდა არაჩვეულებრივ პიესებს და “პრინცი ჰამლეტის ტრაგედია” (1603 წელი) ( Hamlet- Prince of Denmark) მისი ერთ-ერთი პიესაა, რომელიც ძველ სკანდინავიურ ტრადიციას დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიესის ორიგინალი ჩვენამდე არ მოსულა, შექსპირის ნაშრომი იდეალური შემოქმედებაა.

7. ამერიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1776 წლის 4 ივლისს.

ამერიკის ყველა სტუდენტმა და არა ამერიკელმა საზოგადოებამაც იცის, რომ ამერიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1776 წლის 4 ივლისს, თუმცა ესეც სიცრუეა, ვინაიდან ამ თარიღის შემდეგ 7 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ინგლისსა და ამერიკას შორის ომი დამოუკიდებლობისთვის, რომელიც 1783 წლის 3 სექტემბერს დასრულდა და ბრიტანეთის მეფემ გეორგ III-ემ ხელი მოაწერა ამერიკასთან მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმებას.

8. Thomas Edison-მა გამოიგონა ელექტრო შუქი.

Thomas Edison-ი (ედისონით ცნობილი) ერთ-ერთი გამომგონებელი იყო ჩვენს პლანეტაზე, რომელიც თავისი 1093 პატენტით დღემდე გვაოცებს. ნათურის გამოგონება ეკუთვნის სულ სხვა სწავლულ მუშებს და ისიც არა ედისონის ლაბორატორიაში. თვით ელექტრო შუქი კი ედისონის დაბადებამდე 40 წლით ადრე შექმნა ინგლისელმა მეცნიერმა Humphry Davy-მ. ედისონმა უბრალოდ მიაგნო იმ მეთოდებს, რომ ანთებული ნათურა შეენარჩუნებინა 12 საათზე მეტ ხანს, რაც მისმა გამომგონებლებმა ვერ შეძლეს თავის დროზე

.

9. Gandh-მა იხსნა ინდოეთი.

დასავლელებისთვის Gandh-ი წარმოადგენს ერთ-ერთ ცნობილ ლიდერს ინდოეთის დამოკუდებლობის საკითხში. პატივისცემას იმსახურებს იმისთვის, რომ ქადაგებდა არასამთავრობო ორგანიზაციებში ბოროტების წინააღმდეგ, თუმცა ინდოეთის ეროვნული კონგრესი დაარსდა 1885 წელს, მაშინ, როდესაც განდი იყო 16 წლის და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტში ის იყო მხოლოდ მცირე ფიგურა.

10. იესო ქრისტეს დაბადება 25 დეკემბერს.

კათოლიკეები 25 დეკემბერს აღნიშნავენ იესო ქრისტეს შობას, თუმცა მტკიცებულება თარიღისა მისი დაბადების შესახებ არ არსებობს ბიბლიიდან. ასევე უცნობია დაიბადა თუ არა თავლაში და მივიდნენ თუ არა მის სათაყვანებლად მწყემსები, თუმცა ცენტრალური ელინისტური კულტის ღმერთის მიმდევრები ცნობენ და აღნიშნავენ ამ ზემო ხსენებულს.

წყარო : intermedia.ge

სხვა სიახლეები