ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

საქართველოში საწვავის ფასი შესაძლოა ერთ ლარს ჩამოსცდეს

2014-12-04 10:30:58

რა ეღირება საქართველოში ერთი ლიტრი საწვავი იმ პირობებში, თუ ავტორიტეტული სააგენტოს „ბლუმბერგის“ პროგნოზი გამართლდება და ნავთობის მსოფლიო ფასი ბარელზე 40 დოლარამდე შემცირდება?


ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამ შეკითხვაზე პასუხისას კონკრეტულ ფასს არ ასახელებს და ამბობს, რომ მსოფლიო ფასების 40 $-მდე შემცირება ქართულ ფასებზეც საგრძნობლად აისახება. თუმცა ეს შესაძლოა მომენტალურად არ მოხდეს და გარკვეული პერიოდი დასჭირდეს.


მთვრალაშვილისგან განსხვავებით, ბარელი ნავთობის 40 დოლარამდე გაიაფების პირობებში ქართულ ბაზარზე მოსალოდნელ ფასებს ასახელებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში საცალო ქსელში ლიტრი საწვავი ერთ ლარზე ნაკლები უნდა იყოს.


კემულარია იხსენებს, რომ 2008 წელს, როდესაც მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასი ბარელზე 47 $ იყო, საქართველოში საწვავის ღირებულება 90 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობდა. შესაბამისად, იგი განმარტავს, რომ ფასის 40 $-მდე შემცირების შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე ლიტრი საწვავის ფასი 1 ლარს უნდა ჩამოსცდეს.


თუმცა, კემულარია აცხადებს, რომ ფასის ასეთი მკვეთრი შემცირება ქართული კომპანიებისგან მოსალოდნელი არ არის.


„2012 წლის შემდეგ ამ ბაზარზე ყველაფერი ალოგიკურად ხდება. თუ მსოფლიოში ნავთობი დიდი ხნის განმავლობაში იაფდება, ჩვენთან მის შემცირებას რამდენიმე თვე სჭირდება“ - აცხადებს კემულარია.


მისივე განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, რომელმაც მომხმარებელთა დაცვასა და ბაზარზე კონკურენციის არსებობას უნდა შეუწყოს ხელი.


რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციებს, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ამჟამად ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე 70 $-ს აღწევს და შესაბამისად, საქართველოში ფასების კლების ტენდენცია გრძელდება.


„ფასები ერთი კვირის წინ საშუალოდ 3 თეთრით შემცირდა, მთლიანობაში კი აგვისტოდან, მას შემდეგ რაც ფასების შემცირება დაიწყო, საცალო ქსელში ლიტრი საწვავი დაახლოებით 20 თეთრითაა გაიაფებული. ეს კლება გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ფასების შემცირდება გარდაუვალი ფაქტია“ - განაცხადა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა.


პროგნოზი იმის შესახებ, რომ ნავთობზე მსოფლიო ფასები ბარელზე შესაძლოა 40 დოლარამდე და უფრო მეტადაც შემცირდეს. Bloomberg–მა ანალიტიკოსების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.


სააგენტო წერს, რომ ამჟამინდელი ვარდნა 2008 წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე მკვეთრია. Bloomberg–ი აღნიშნავს, რომ არსებული სიტუაცია ბაზრებს 30 წლის წინანდელი ვითარების მსგავს საფრთხეებს უქმნის, როდესაც მსოფლიო ფასების შემცირებამ მექსიკის დავალიანების კრიზისი და საბჭოთა კავშირის ვარდნა გამოიწვია.

2014 წლის მანძილზე ნავთობის მსოფლიო ფასები 37%–ით შემცირდა.



commersant.ge

სხვა სიახლეები