ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

გროზნო ცეცხლის ალშია გახვეული

2014-12-04 22:12:55

დღეს, გამთენიისას ჩეჩნეთის დედაქალაქში მდებარე პოლიციის განყოფილებას თავს ბოევიკების მოზრდილი ჯგუფი დაესხა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების ფორმებში გამოწყობილი თავდამსხმელები სამი ავტომანქანით მოძრაობდნენ. პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებულ თავდასხმას სამი პოლიციელი შეეწირა, თავდამსხმელები კი გროზნოს ცენტრში მდებარე პრესის სახლში გამაგრდნენ. მალევე გავრცელდა ბოევიკების ლიდერის მიმართვა მოსახლეობის მიმართ. ქალაქის ქუჩებში გამოჩნდა საბრძოლო ტექნიკა. პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, შენობაში გაჩნდა ხანძარი. სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციის მეშვეობით, ბოევიკების ლიკვიდაცია ადგილზე მოხდა. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია პრესის სახლის საპირისპირო მხარეს მდებარე #20 სკოლის შენობაში რამდენიმე ბოევიკის გამაგრების შესახებ. ბოევიკების განეიტრალების მიზნით, დაწყებულია სპეცოპერაციისთვის მზადება. ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის განცხადებით, ბოევიკების მიზანს ჩეჩნეთის კონსტიტუციის დღეს, 12 დკემბერს გროზნოში მასშტაბური ტერაქტების მოწყობა წარმოადგენდა, მაგრამ გეგმები ჩაეშალათ. დაღუპულ პოლიციელთა რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად ქალაქ გროზნოში დაღუპულია ოთხი და დაჭრილია 21 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულებს შორის არიან თუ არა სამოქალაქო პირები. ასლან კადიროვის განცხადებით, დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ერთჯერადი დახმარების სახით გადაეცემათ მილიონი რუბლი, საჭიროების შემთხვევაში დაჭრილი პოლიციელების გადაყვანა მოსკოვში მოხდება. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმას რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია „იმრათ კავკასია“ ხელმძღვანელობდა, რომელმაც თავდასხმის წინ სოციალური ქსელებით, ასეთი ტექსტი გაავრცელა: “ძმებო, ჩვენ მოვედით, რომ ჩვენი მუსლიმი დების შეურაცხყოფის გამო შური ვიძიოთ. ჩვენ 400 კაცზე მეტი ვართ და გვაქვს დიდი შედეგი. მოკლულია ბევრი პოლიციელი. ჩვენ ბოლომდე დავხოცავთ მათ.”

სხვა სიახლეები