ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

აზიმ სადიკოვი - ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს

2014-12-05 21:35:32

ლართან დაკავშირებული რყევები საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას არ გამოიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, აზიმ სადიკოვმა განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტი და ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია. "ბოლო ხანს სავალუტო კურსში შეინიშნებოდა რყევები, მაგრამ ეს რყევები არ გამოიწვევს საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტის რყევას. მაკროეკონომიკური ფუნდამენტის ძირითადი მაჩვენებლები მყარი და ძლიერია, ლარი თვითონ არის მცოცავი კურსის მქონე ვალუტა. ეროვნული ბანკის მიზანს არ წარმოადგენს კურსის ფიქსირება. ეროვნული ბანკის მიზანია, ფასების სტაბილობა", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.
მისივე თქმით, თუ ლარის მერყეობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში, ეროვნულ ბანკს აქვს რეზერვები, რომ ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე.
"ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის საანგარიშო მაჩვენებელი, რაც შემდეგი წლისთვის 5 პროცენტს შეადგენს. თუ ისე მოხდა, რომ ლარის მერყეობა გადაიზარდა ფასების ცვლილებაში ანუ ინფლაციაში, ამ რაოდენობით, რომელიც საანგარიშო მაჩვენებლებს აღემატება, მაშინ ეროვნულ ბანკს, დარწმუნებული ვარ, გააჩნია რეზერვები და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომ ჩაერიოს და ინფლაცია დააბრუნოს საანგარიშო მაჩვენებლამდე. მართალია ლარის კურსის ვარდნა მოხდა ძალიან მცირე პერიოდში და ეს მერყეობა ძალიან დიდად გამოჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ლარი იყო სტაბილური, მაშინ, როდესაც საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებში ადგილობრივი ვალუტა ამ 12 თვის განმავლობაში გაუფასურდა. ამ ქვეყნებში ვგულისხმობ რუსეთს, უკრაინასა და სომხეთს", - განაცხადა აზიმ სადიკოვმა. მისივე თქმით, ლარის კურსის მერყეობის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
"თვითონ დოლარიც ძალიან ბევრი ვალუტის მიმართ გაძლიერდა. ჩეხური და პოლონური ვალუტები 10 პროცენტით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. ამანაც იქონია თავისი გავლენა. არ გვაქვს ჯერ ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები, მაგრამ სავარაუდოდ ექსპორტი შემცირდა და, შესაბამისად, უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა ქვეყანაში. ამანაც გამოიწვია დისბალანსი ლარსა და დოლარს შორის", - განაცხადა სადიკოვმა.
მისივე თქმით, საქართველოში ეკონომიკის მთავარი პრობლემაა სავაჭრო დეფიციტი ანუ უფრო მეტს მოვიხმართ, ვიდრე ექსპორტზე გაგვაქვს. "საგადამხდელო ბალანსის დეფიციტის შედეგი არის, რომ მათი ადგილობრივი ვალუტა უფასურდება. გვჭირდება სტრუქტურული ცვლილება, რომელიც გააძლიერებს ეკონომიკას, გაზრდის ჩვენს პოტენციალს და ჩვენ ექსპორტზე უფრო მეტის გატანა შეგვეძლება. ზრდა გვჭირდება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს საწარმოო პოტენციალს", - განაცხადა სადიკოვმა.

ipn.ge

სხვა სიახლეები