გამოკითხვა
ხმის მიცემა
ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ცოლ-ქმრის ცხედარია აღმოჩენილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბაზრობის მოვაჭრეებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ისინი იმ პიროტექნიკის მაღაზიის მახლობლად მუშაობდნენ, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა.
მანამდე "ინტერპრესნიუსს" აჭარის გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, რომ აღმოჩენილია ერთი ცხედარი, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია მამაკაცის ცხედარია თუ ქალის. მისივე თქმით, მაშველები ვარაუდობენ, რომ ადგილზე მეორე ცხედარიც არის.
სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი, თუმცა სამართალდამცველები უბედური შემთხვევის ადგილზე მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია ერთი ადამიანი, რომელიც შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდა.