ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

"მეუფე იობს ეპარქიას ართმევენ!"

2014-12-08 11:14:55

გაზეთი "კვირის ქრონიკა", თამარ ოქრუაშვილი

რატომ და ვინ ართმევს მეუფე იობს ეპარქიას? "ქრონიკა" დაუკავშირდა საბერძნეთში მყოფ დეკანოზ მამაელიზბარ დიაკონიძეს, რომელმაც სკანდალური ფაქტები გვიამბო.

 

 


- ეს ვინ დაგვწყევლა, რომ როგორც კი რაიმე იმედის ნაპერწკალი გამოჩნდება, ამ შემთხვევაში ივანიშვილს ვგულისხმობ, ამ იმედს ბედი ისეთი ძალით მოაშთობს, რომ გარკვეული პერიოდი უიმედობაში ვარდება კაცი.

- ასეთ დროს, წესით, ეკლესიამ უნდა აიღოს თავის ხელში სათავეები და ის უნდა იყოს ომახიანად.

- ეკლესია ასეთ დროს ხალხში რწმენის გაძლიერებას ცდილობს და ხალხის გამხნევებას, ამავდროულად ეკლესია ასეთ დროს ქვეყნის მედროშეცაა და თქვენ იცით, ბრძოლაშიც მიუძღოდა თავის ხალხს მტრის წინააღმდეგ, მაგრამ დღეს ეკლესია იმაზე ცუდს აკეთებს, ვიდრე ხელისუფლება.

- რას გულისხმობთ?

- ძალიან გთხოვთ, ეს დამიწერეთ: მეგობრებმა გამომიგზავნეს საქართველოდან მეუფე იობის შესახებ წერილი, რომ მას თურმე ეპარქიას ართმევენ და შეავიწროეს თურმე ყოველი მხრიდან და რომ მხოლოდ ორი სოფელი დაუტოვეს, რუისი და ურბნისი, ამ უზარმაზარ პიროვნებას და დიდ ადამიანს.

- და ვინ მტრობს მას, მამა ელიზბარ?

- და თქვენ ვინ გგონიათ, ვინ? რესპუბლიკელები თუ ალასანია? რა თქმა უნდა, ესენი ებრძვიან ყველანი, ნაციონალებიდან მოყოლებული დღემდე!

- ვინ ესენი?

- საპატრიარქოში რომ არიან მოკალათებულები. იცით თქვენ, რომ ეკლესიაში თავისი ყველამ ზღო, ვინც ნაციონალების წინააღმდეგ წავიდა? მაჩვენეთ ადამიანი, რომელიც ნამდვილად გულით იყო წინააღმდეგი ნაციონალებისა და მათი დამქაშების თარეშისა საქართველოს საპატრიარქოში და დღეს წარმატებულ ყოფაშია? მე ჩემზე არაფერს ვამბობ, მე არაფერს წარმოვადგენ და სხვები ნახეთ, ბატონო! მეუფე იობისგან რაღა გინდათ, რომელსაც დღეს შველა სჭირდება? ამ დროს იობი არ გახლავთ ის პიროვნება და ეს არც იქნება მისი მხრიდან სწორი, რომ ყიჟინა დასცეს, არიქა, მომეშველეთ და ხმალი ვიშიშვლოთო. მაგრამ მეუფე ის პიროვნებაა, რომელსაც საზოგადოებამ უნდა მიაკითხოს და ცოტა ხმამაღლა მოსთხოვოს, შენი იმედი გვაქვს, გაგვიძეხი წინ და გაგვამარჯვებინეო. ამ სიტყვამ გამახსენა: გახსოვთ, ალბათ, 100 000 ქართველი რომ შეიკრიბა სამღვდელოების წინამძღოლობით, რადგანაც 70 დეპუტატმა რომ ხელი მოაწერა კანონპროექტს რელიგიური გათანაბრების შესახებ, მაშინ მივედით პატრიარქთან, მაგრამ ეს აქცია უნდა დაგეგმილიყო იმ მიზნით, რომ პატრიარქისთვის მოგვეთხოვა, რომ გვიწინამძღვრე და გამოდი და დადექი, სადაც შენი ადგილია, საქართველო გადაგვირჩინე-თქო! და ნურავინ მოატყუებს ერს, რომ ჩვენს ხალხს ამის უფლება არ აქვს, მოსთხოვოს თავის წინამძღოლს, რომ სწორედ ეს სჭიდება დღეს საქართველოს და ეს ხალხი დღეს სად არის? მაპატიოს ყველა ადამიანმა და, მე ამ წუთში ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლთა მისამართით ვიტყვი: არ მოვიდა გამოფხიზლების დრო, თუ საღათამ ასე მწარედ დაგვაძინა სულყველა? ხომ არ ჯობია, გავერთიანდეთ, ისე, როგორც ძველად და შევუძახოთ ყველამ ამ ხალხსაც და ეკლესიასაც, რომ ნუ შეგვეშინდება და ნუ მოგვერიდება ეკლესიის ხსენება და, რომ ეს ჯოჯოხეთში არ ჩაგვიყვანს? ჯოჯოხეთში ჩაგვიყვანს იმ მამათა მოსმენა, რომელიც ჩვენი სულის წაწყმედას სცდილობენ და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეკლესია წინ წარუძღვეს ერს. ჩემი ფილოსოფია მარტივია: თუ მოძღვარს არ შეუძლია, წინ წარუძღვეს ბრძოლაში ერს, მაშინ გვერდით უნდა დაუდგეს და ისე გაჰყვეს, რომ უკან არავის ეფარებოდეს და, მით უმეტეს, არ უნდა გქაჩავდეს უკნიდან ტანსაცმელზე, რომ არ წახვიდე არსად, აქ ვიდგეთ და კარგად ვიქნებითო! რატომ ვიქნებით კარგად, გამაგებინეთ? ეს ფრაზა გადამრევს: (ირონიით) ჩვენ კარგად ვიქნებით! როგორ იქნები კარგად, როცა არაფერს აკეთებ? მარტო ლოცვაც არაა მისი მისაღები უფლისთვის, რადგანაც შენ მებრძოლი ეკლესიის შვილი ხარ და ამ დროს არაფერს აკეთებ.

- და რისკენ საბრძოლველად მოუწოდებთ ამ ხალხს?

- საკუთარი ერის გადარჩენისა და საკუთარი ბედნიერებისთვის, მაინტერესებს, რა პირით მიდიხარ უფალთან, გინდაც ტაძარში და მაღლა როგორ აპირებ ასვლას? თუკი ბრძოლის ჟინი და ძალა არ გაქვს? საერთოდ, მაკვირვებს ჩვენი ეკლესიისა და, მით უმეტეს, მისი ცალკეული წარმომადგენლების პოზიცია ყველასა და ყველაფრის მიმართ: ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოში ოთხ სასულიერო პირს რომ ნარკოტიკების რეალიზაციაში დასდეს ბრალი და, რომ შეუჩერეს მღვდელმსახურება, გამოვიდა მამა მიქაელ ბოტკოველი და განაცხადა, რომ ეკლესია გაიზარდა, სასულიერო მამები მომრავლდნენ და ჩუმად ვინ შემოგვეპარა, როგორ ვერ გავიგეთო? მერე იმ კომისიის წევრი თავადაა, სადაც მღვდლებად უნდა აკურთხონ და, რომ აკურთხებდა, მაშინ რატომ არ მოსთხოვეს იმ ხალხს ნარკომანობის ცნობა, თუ მასე მარჯვეები არიან? და რას ჰქვია, შემომეპარა? საბურავებზე ვიცით ხოლმე, ზამთარში ცოტას მჩატედ ვუშვებთ საბურავებს და ზაფხულში მეტჯერ ვბერავთ, რადგანაც ამას თავისი მიზეზი აქვს და დავიჯერო, ასეა ეკლესიაც, რომ მოგინდება - გაბერავ და მოგინდება - ჩაფუშავ? და მაინტერესებს: ამას როცა საპატრიარქოს მდივანი ახმოვანებს, დავიჯერო, არავინ უგდებს ყურს, რა სისულელეებს ლაპარაკობს? ეს არ არის მიზეზი და არანაირ დიპლომატიაში არ ჯდება და სხვა რომ ალაპარაკონ მის ნაცვლად, არ შეიძლება? რახან სემინარია და აკადემია დავამთავრე, ყველაფერი ჩემს ხელში უნდა მოხვდეს, რადგანაც პატრონი მყავს? და ვისაც პატრონი არ გვყავს, იმათ რა ვქნათ, დასაფუშების სიაში უნდა აღმოვჩნდეთ?

უამრავი ქვეყანა მოვიარე და საბერძნეთში მამა აბიბოსი გახლავთ ის პირი, რომელიც საქართველოს ეკლესიამ მიავლინა საბერძნეთში და, მის შესახებ ამას წინათაც გიყვებოდით, ეს მამა აბიბოსი ტომით ბერძენი გახლავთ და ჩვენს წიაღში, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილია. ამ ცოტა ხნის წინ მისი სურათიც გამოაქვეყნეს აქ საბერძნეთში, მაგრამ ეს ადამიანი იმდენად არის მიჩვეული შეფარულ ქმედებებს, იმას, რომ ყველაფერს შეფარულად აკეთებდეს, რომ ფოტოზე შამპანურს ასახავს და სთხოვა იმ ხალხს, ვისთანაც ფოტოს იღებდა, არსად გამოაჩინოთ, რომ შამპანურს ვსვამო. ახლა ამიხსნას ვინმემ, რა სირცხვილია შამპანურის დასხმა? ანდა შამპანურის დასხმაა უფრო სამარცხვინო, თუ ფულების გაპროცენტება და ქვენა საქმეებით დაკავება? საბერძნეთში, სამწუხაროდ, დავინახე, რანი ვართ და საით მივექანებით და ამაში ეს ეკლესიაც ხელს გვიწყობს. არ გამიგია, რომელიმე სხვა ქვეყანას ასე სძულდეს თავისი შვილები, ემიგრაციაში მყოფ ადამიანს სულიერი გრძნობების დაკმაყოფილება ასე სურდეს და სჭირდებოდეს და, შენ კიდევ მსგავსი ზნეობის ადამიანს რომ გაუგზავნი იმის გამო, რომ ის იქ ფულს გააკეთებს და შენც გამოგიგზავნის საპატრიარქოში! მსგავსი რამ არ მინახავს! გაგება და ნახვა კი არა, თუ წაგიკითხავთ ვინმეს?

- ვის უგზავნის აქ ფულს?

- ეგ მას ჰკითხეთ. აბიბოსი საბერძნეთში იქნება დიდხანს! რა, გამოიწვევს მას უკან ვინმე თუ რა? აბიბოსმა მშვენიერი საქციელი ჩაიდინა, ეკურთხა საქართველოში, ჯერ იქ იყო კარგად და წამოვიდა აქ, მას, ტომით ბერძენს, მისცეს სტატუსი და ხვალ რომ გამოვიდეს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან და აღარ იყოს მორჩილებში, არაფერი მოხდება და ამისთვის მას არ დაიჭერენ. მაგრამ ბუნებით მყრალია! მას შეეძლო ბერძენი ხალხისთვის ემოღვაწა, მაგრამ - არა! აბიბოს შავი ფულის კეთება და გათეთრება ქართველებით ურჩევნია და ჩვენი ქართველების კისერზე მოჯდომა არჩია, რადგანაც, როგორც გითხარით, უმრავლესობა ქართველი ემიგრანტებისა იქ უსტატუსოდაა და ყველას გადეპორტების ეშინია, ამასობაში აბიბოსი რაღაც მეთოდებს იგონებს და არის მშვენივრად. ამას წინათ გავიგე და გამეცინა: მის მრევლს თურმე ლოცვა-კურთხევა აქვს მამა აბიბოსისგან, რომ თვეში 50-ევროიანი ლატარია ითამაშონ!

- ლატარია რატომ უნდა ითამაშოს მრევლმა?

- რატომ? რატომ და, ვისაც პროცენტიანი ვალი აქვს აბიბოსი, ხომ ვერ გამოვა მღვდელი და ვერ ეტყვის მათ პირდაპირ, მომეცით ჩემი ფული, თორემ დაგწყევლითო, ამიტომ ფული ამ გზით ამოაქვს მათგან: ამ თვეში ოცი კაცი აკრეფს და ვინმე ელიზბარი გადაიხდის ამ თანხით ვალს, მეორე თვეში მეორე ოცი კაცი და ასე. ასე ექცევა იმ ხალხს, ვინც შეიფარა, გაზარდა და პატივი სცა... და ცოტა რბილად მოეპყარი, რა იქნება? თან ორი მოძღვარია ათენში: მამა აბიბოსი და მამა თეიმურაზი, მაგრამ მათი მრევლი ერთმანეთთან არ მეგობრობს. წარმოიდგინეთ, სალოცავად ერთ ეკლესიაში დადიან ქართველები, სადაც სალოცავად სკამები დგას და ერთი რიგი მამა აბიბოსის მრევლს უკავია და მეორე რიგი მამა თეიმურაზისას და (ეცინება) გამახსენდა ფრაზა: არც ერთი იყო ვენეციელი და არც მეორე ეგვიპტელიო. მასეა აქაც: ორივე მხარეს ქართველები არიან და ეს ქართველები საბერძნეთში ერთმანეთს ჭამენ, რომელი მოძღვარი უკეთესიაო, ხომ კარგია?

სხვა სიახლეები