ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ენერგომაფიის გაცოცხლებული უახლესი ისტორია

2014-12-12 18:23:17

დარეჯან მეფარიშვილი

 

ამ სტატიის, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, დაწერა გადამაწყვეტინა სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” მიერ ამ დილით გავრცელებულმა ინფორმაციამ. სააგენტო იტყობინება:

,ენგურჰესი, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს, აფხაზ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს", - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ. რამდენიმე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურმა პროკურორმა ალექსი ლომიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ მიერ სახელმწიფო კომპანია ,,ჩერნომორენერგოს" დოკუმენტების შემოწმების შედეგად, დარღვევების მთელი წყება აღმოაჩინეს. ლომიას თქმით, მათ შორის ყველაზე ,,სენსაციური" იყო ის, რომ 2007 წლიდან ,,ჩერნომორენერგოს" ბალანსზე აღარ ირიცხება ისეთი საწარმოები, როგორიც ,,ენგურ-ჰესი“ და ,,ვარდნილ-ჰესია.“ორივე მათგანი ქართული ენერგოსისტემის კუთვნილებაში გადავიდა.  ,,ჩვენ დღემდე ისიც არ ვიცით, ვიღებთ თუ არა ,,ენგურჰესიდან" მოგების იმ 40 %-ს, რაც გვეკუთვნის.  პრეზიდენტმა და მთლიანად, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ამ ობიექტის კუთვნილების საკითხი ჩვენს სასარგებლოდ გადავწყვიტოთ." - აღნიშნა ხაჯიმბამ. მისი თქმით, გენერაციის მთავარი ობიექტის მათ მფლობელობაში გადასვლა რთული პროცესია, მაგრამ არა - შეუძლებელი. ,,მართალია, ეს საკითხი დროში გაიწელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს." - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

რა უნდა ხაჯინბას და რა ხდება რეალურად?! კითხვა, რომელსაც წესით ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი და არა ხვალ ან ზეგ, არამედ დღესვე!! რეალობა მწარეა, მაგრამ რეალობაა და ვერ გავექცევით: ის, რასაც დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ფაქტიური ხელისუფალი სათავისოდ იჩემებს, კარგა ხანია ისედაც მისია (თუ როგორ, ამას ქვემოთ წაიკითხავთ) და ეს მან ძალიან კარგად იცის. ახლა მთავარია, გაირკვეს რა დატვირთვა აქვს ხაჯინბას განცხადებას, პოლიტიკოსები, რომელთაც ეს უნდა გაარკვიონ, რატომღაც დუმილის უფლებას იყენებენ, წესით მათ არც უნდა გაკვირვებოდათ ხაჯინბას “მოსაზრება“, ის, რასაც თქვენ, სტატიის მკითხველები, შეიძლება პირველად გაიგებთ, ჩინოვნიკებისათვის დიდი ხანია ცნობილია:

,,ენგურჰესის“ ,,ვარდნილჰესი“  მდებარეობს გალის რაიონში. უნდა თუ არა ეს “ხაჯინბას@კომპანიას“, ფაქტია, აფხაზეთის ენერგოსისტემა მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილია!

მაგრამ, აქ არის ერთი ,,მაგრამ“ – რადგან აფხაზეთის ენერგოსექტორი არ ემორჩილება საქართველოს ცენტრალურ დისპეჩერს, ამიტომ აფხაზებს ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე (დიახ, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე!) შეუზღუდავად მიაქვთ ნებისმიერი რაოდენობის ელექტროენერგია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანო 2012 წელი, როცა აფხაზეთმა საქართველოს ენერგოსისტემიდან დაახლოებით 1,6 მილიარდი კვტ. სთ. ელექტროენერგია უფასოდ წაიღო!

ყველაფერი დაიწყო “შორიდან“: 1996-2000 წლებში აფხაზეთის ყოველწლიური მოხმარება 200-300 მილიონ კვტ. სთ.-ს შეადგენდა, დაახლოებით ასეთივე იყო აჭარის რეგიონის მოხმარებაც. საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ ეს უცნაური იყო, რადგან აჭარაში აფხაზეთთან შედარებით, მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ 2-ჯერ მეტი იყო და ავად თუ კარგად ეკონომიკაც არსებობდა, ვიდრე ომის შემდეგ აფხაზეთში. ამ “ერთუცნობიანი განტოლების“ ერთადერთი ახსნა იყო ის, რომ სავარაუდოდ აფხაზები გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგიის გაყიდვას ახორციელებდნენ რუსეთის ფედერაციაში.

1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის დროს სოხუმი-გაგრის დამაკავშირებელი 220 კვტ-იანი გადამცემი ხაზი რამდენიმე ადგილას მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და არ მუშაობდა. ქალაქი გაგრა ელექტროენერგიით მხოლოდ 110 კვტ-იანი გადამცემი ხაზით მარაგდებოდა. ამიტომ არ იყო ტექნიკური საშუალება რუსეთში დიდი ოდენობით ელექტროენერგიის გატანისა. 2001 წლიდან მოულოდნელად მკვეთრად გაიზარდა აფხაზეთის ენერგომომარაგება და 2003 წლისათვის 1,2 მილიარდ კვტ. სთ.-ს მიაღწია. გამოდიოდა, რომ აფხაზეთს საჭიროზე 6-ჯერ მეტი ენერგია მიჰქონდა. და სავარაუდოდ საქართველოდან უფასოდ წაღებული, დამატებით, 1 მილიარდ კვტ. სთ. ენერგია რუსეთში გადადიოდა. იმ დროისათვის საქართველოს გენერაცია დაახლოებით 7-8 მილიარდ კვტ. სთ. იყო და მოსახლეობას ზამთარში საკმარისი ელექტროენერგია არ ჰქონდა. ასეთ პირობებში დამატებით 1 მილიარდი კვტ. სთ. წართმევა ჩაბნელებული ქვეყნისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ეს იყო პირდაპირი დივერსია საქართველოს წინააღმდეგ, ამიტომ ვერ შეძლო ამერიკულმა `ეი-ი-ეს~-მა თბილისის 24 საათიანი ენერგომომარაგება. 2001 წლის დეკემბერში მეტად საეჭვო ვითარებაში აფეთქდა მე-9 ენერგობლოკი და ქვეყანას 300 მგვტ. სიმძლავრე დამატებით დააკლდა.

პარალერულად მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა და სემეკის წევრი პაატა ცინცაძე სთხოვდნენ `ეი-ი-ეს თელასი~-ს ხელმძღვანელობას, რომ ენერგია შემოეტანათ რუსეთიდან, ოფშორული კომპანია `ვინგფილდის~ საშუალებით. `ეი-ი-ეს თელასი~-ს მენეჯერებმა რამდენჯერმე სცადეს რუსეთიდან ელექტროენერგია პირდაპირ სახელმწიფო კომპანია `რაო-ეეს~-ისგან ეყიდა, მაგრამ მისმა ერთ–ერთმა ხემძღვანელმა ანდრეი რაპაპორტმა მიუთითა, რომ მხოლოდ ,,ვინგფილდი“-საგან შეეძლოთ აღნიშნულის განხორციელება. ,,ეი-ი-ეს თელასი“-ს ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა ეთანამშრომლა ,,ვინგფილდთან“  და მისგან შეეძინა ელექტროენერგია.

2004 წელს კრასნოდარის მხარეში `რაო-ეეს~-ის შვილობილი კომპანია `ყუბანენერგოს~ საიტიდან მოპოვებული იქნა დამადასტურებელი ინფორმაცია ქალაქ სოჩის აფხაზეთიდან ენერგო მომარაგების შესახებ. 2004-2005 წლებში პარლამენტის ენერგოკრიზისის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა 2001 წლის გაზაფხულზე ენერგეტიკის მინისტრის მირცხულავას მიერ სახელმწიფო მინისტრისათვის მიწერილი ოფიციალური წერილი. წერილში მირცხულავა ითხოვს გამოუყონ 360-400 ათასი ლარი სოხუმი-გაგრა ელექტრო გადამცემი ხაზის რეაბილიტაციისთვის. წერილში ნათქვამია, რომ როდესაც `კავკასიონის~ გადამცემი ხაზი ზიანდება, მაშინ სხვა გადამცემი ხაზით `სალხინო~-თი გაგრა-სოხუმის გავლით მოხდებოდა ელექტროენერგიის შემოტანა რუსეთიდან, ამიტომ აუცილებელი იყო სოხუმი-გაგრა გადამცემი ხაზის აღდგენა, რათა საქართველოს კრიზისის დროს ენერგია შემოეტანა.

იმავე წლის ზაფხულში, მთავრობამ გამოუყო 360 ათასი ლარი ენერგეტიკის სამინისტროს და იმავე ზაფხულს მირცხულავამ პირადად ჩაიყვანა რამდენიმე ავტობუსით შესაბამისი სპეციალისტები აფხაზეთში, რომელთაც რამდენიმე თვის განმავლობაში სოხუმი-გაგრის გადამცემი ხაზი აღადგინეს. დროის ამ მომენტამდე აფხაზეთის წლიური მოხმარება დაახლოებით 300 მილიონი კვტ. სთ-ს შეადგენდა, შემდეგ აფხაზეთის მოხმარებამ 1,2 მილიარდ კვტ. სთ. შეადგინა, დღეისთვის კი 1,6 მილიარდ კვტ. სთ.-ია. ანუ მოხდა პირიქით, ამ ხაზის აღდგენის შემდეგ 1 მილიარდზე მეტი ენერგია დამატებით უფასოდ გაიტანეს რუსეთში. პარალელურად გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის შემოტანა, საკმაოდ ძვირ ფასად სხვა გადამცემი ხაზით ,,კავკასიონი“. ასევე გაიზარდა ტრანზიტი რუსეთიდან თურქეთში და აზერბაიჯანშიც კი. ელექტროენერგიის გაყიდვას ყველგან ახორციელებდა კომპანია `ვინგფილდი - საქართველოში 2,4 ცენტად, ხოლო თურქეთში 3,5 ცენტად. ანუ გამოდიოდა, რომ აფხაზები დამატებით იტაცებდნენ 1 მილიარდ კვტ. სთ. ენერგიას და შემდეგ ფსოუსთან გადასცემდნენ `ვინგფილდს~, რომელიც ამ ენერგიას ასესხებდა `ყუბანენერგო~-ს და შემდეგ იგივე ენერგიას აბრუნებდა გადამცემ ხაზ `კავკასიონზე~. ამ წერტილში კი `ვინგფილდი~ აღნიშნულ ენერგიას საერთაშორისო ფასად ყიდდა საქართველოზე, ასევე თურქეთში და აზერბაიჯანში. გამოდიოდა, რომ საქართველო თავისივე ენერგიას სხვისგან ყიდულობდა და ეს დღემდე გრძელდება!!

ეს იდეალური შავი სქემაა – დანახარჯი ნულია, მოგება კი ყოველწლიურად დაახლოებით 20-30 მილიონი დოლარი. `ვინგფილდის~ მთელი შემოსავალი სავარაუდოდ ნაწილდებოდა საქართველოს, რუსეთს და აფხაზეთის ენერგოსექტორების ხემძღვანელებზე. ამ სქემით დღემდე საქართველომ 300 მილიონ დოლარამდე იზარალა და ის კვლავ გრძელდება. ამ სქემით აფხაზები და რუსეთის სახელმწიფო არაფერს არ კარგავს, ჩაბნელებული საქართველო კი ყოველწლიურად დამატებით 1 მილიარდ კვტ. სთ. ენერგიას კარგავდა და დღესაც 1,3 მილიარდ კვტ. სთ.-ს კარგავს.

შევარდნაძის ეპოქის დასრულების შენდეგ, ახლადდანიშნულმა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა საქმის კურსში ჩააყენა პრემიერ–მინისტრი ზურაბ ჟვანია და ქვეყნის უმაღლესი ხემძღვანელობა. ზურაბ ჟვანიამ `რაო-ეს~-ის თავჯდომარე ანატოლი ჩუბაისთან მოსკოვში შეხვედრის დროს დასვა ეს საკითხი. ჩუბაისის პასუხი იყო შემდეგი - `როგორ რუსეთის ცენტრალური სადისპეჩეროს ნებართვის გარეშე ეს როგორ მოხდებოდა? ეს აბსურდია.~  რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში ჟვანია-რაპაპორტის შეხვედრისას ზურაბ ჟვანიამ კვლავ დასვა ეს საკითხი. რაპაპორტის პასუხი სიტყვა-სიტყვით ისეთივე იყო როგორიც ჩუბაისის. აშკარაა, რომ ეს იყო მათი შეთანხმებული პოზიცია, მაგრამ რაპაპორტს გილაურმა მაგიდაზე დაუდო `ყუბანენერგოს~ საიტიდან ამოღებული ინფორმაცია ქალაქ სოჩის აფხაზეთიდან ენერგო მომარაგების შესახებ, შეხვედრაზე შეიქნა უხერხული სიტუაცია. რაპაპორტის პასუხი იყო შემეგი - `ეს შეიძლება მხოლოდ რამდენიმე დღე ხდებოდა~.  ამ შეხვედრის შემდეგ, გილაურმა თავად მოიპოვა `ჩერნომორენერგოს~ და `ვინგფილდს~ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტები. ხელშეკრულების თანახმად, `ჩერნომორენერგო~ ზოგადად უფასოდ გადასცემდა `ვინგფილდს~ ელექტროენერგიას საქართველო-რუსეთის საზღვარზე ფსოუსთან. უკვე დოკუმენტურად იყო ცხადი, რომ ჩუბაისი და რაპაპორტი ცრუობდნენ და სწორედ ამ სქემის გამო ისინი მფარველობდნენ `ვინგფილდს~.

ვინ მოიფიქრა ეს სქემა და ვინ დგას `ვინგფილდის~ უკან? – აი, მთავარი კითხვა, პასუხი ასეთია:  1997 წელს მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ნიკო ლეკიშვილი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს ბაგაფშს (არ დაგავიწყდეთ ლეკიშვილი განათლებით ენერგეტიკოსია), ამ შეხვედრაზე მას თან ახლდნენ მისი მეგობრები: `საქენერგო~-ს დირექტორი ვაჟა მეტრეველი, `საქრუსენერგო~-ს დირექტორი შოთა მაისურაძე და `კოკა-კოლა~-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია. ეს შეხვედრა საინფორმაციო საშუალებებით კარგად გაშუქდა, ითქვა, რომ აფხაზეთს ბიზნესით და `კოკა-კოლით~ დავიბრუნებდით. სამწუხაროა, მაგრამ, შემდგომში განვითარებული ყველა მოვლენა ადასტურებს, რომ ეს სქემა შეთანხმდა სწორედ ამ შეხვედრაზე. იმავე წელს ნიკო ლეკიშვილის რეკომენდაციით ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა მისი ნათესავი პაატა ცინცაძე. პაატა ცინცაძე მანამდე კანცელარიიდან კურირებდა. 1999 წელს ლეკიშვილის რეკომენდაციით ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა პაატა ცინცაძის უახლოესი  მეგობარი დავით მირცხულავა. ანუ მარეგულირებელი კომისია და ენერგეტიკის სამინისტრო, რომლებსაც ერთმანეთი უნდა დაებალანსებინათ, სინამდვილეში ერთი ხელით იმართებოდა. 1999 წელს თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის პრემიერი ბაგაფში და დაინიშნა სახელმწიფო ენერგოკომპანია ,,ჩერნომორენერგო“-ს დირექტორად. შემდგომში განვითარებული ყველა დეტალი მიუთითებს, რომ ეს შავი სქემა სავარაუდოდ, ლეკიშვილ-ბაგაფშის შეხვედრაზე შეთანხმდა:

კომპანია ,,ვინგფოლდი“  მდებარეობდა ნიკო ლეკიშვილის უახლოესი ნათესავის, ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის ოფისში. `ვინგფოლდის~ მხრიდან მოლაპარაკებას ხემძღვანელობდნენ ირაკლი იაშვილის მეგობრები – პაატა ტრაპაიძე და ილია კუტიძე. პაატა ტრაპაიძე 1 ოქტომბრის არჩევნების წინ დასაქმების მინისტრად დანიშნა ვანო მერაბიშვილმა. ილია კუტიძე დღეს რუსეთის სახემწიფო კომპანია `როსგიდრო~-ს მაღალჩინოსანია.

სამწუხაროა, მაგრამ როგორც ჩვენთან საუბრისას ექსპერტები აღნიშნავენ, ეს სქემა დღესაც მუშაობს და სანამ აფხაზეთის საკითხი არ გადაწყდება, მისი შეჩერება ალბათ შეუძლებელია. საქართველო საკუთარ გამომუშავებულ ენერგიას კვლავ ყიდულობს რუსეთიდან!! შესაძლოა დღეისათვის `ვინგფილდი~ სხვა კომპანიით არის ჩანაცვლებული, მაგრამ საქართველო მაინც კარგავს 1,3 მილიარდ კვტ. სთ. ენერგიას და ეს ფაქტია...

დაბოლოს, ხაჯიმბა ნაციონალი არაა, დღევანდელი ხელისუფლება მასთან კოჰაბიტაციაში შევიდეს, მაგრამ ის, რაც წაიკითხეთ ზემოთ, დღეს ხელისუფლებამ იცის და რატომღაც არაფერს ამბობს, დუმს. ფაქტია, რომ დღეს, ყველაზე მასშტაბური მშენებლობის “ხუდონჰესის“ მთავარი ლობისტი დავით მირცხულავაა, რომელიც ჩუბაისთან, რაპაპორტთან და დოდისთან დაახლოებული პირია და ის ტერიტორია, რომელზეც “ხუდონის“ მშენებლობა იგეგმება და 178 მილიონადაა შეფასებული, მიხეილ სააკაშვილმა ხობის მაჟორიტარ გოდერძი ბუკიას ერთ ლარად გადასცა. ეს ის ბუკიაა, რომელიც ლუშკოვის წრესთანაა (დრაგუნკინა და შვეცოვა) დაახლოებული და რომელიც ახლა ნარნარად გადავიდა ,,ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერებში...

 

სხვა სიახლეები