გამოკითხვა
ხმის მიცემა
გეოლოგ დავით მელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის და ასევე ქვეყნისთვის ყველაზე ოპტიმალური და მისაღები იქნებოდა.
„ყაჩაღიანის უბნის სპეციფიკიდან, ტექნიკური რღვევებიდან და სხვა ყველა ასე ვთქვათ, გეოლოგიური პარამეტრებიდან გამომდინარე, უბანი ძალიან არამდგრად მდგომარეობაშია. ვგულისხმობ იქ არსებულ სამთო გამონამუშევრებს, როგორც ძველი, ისე ახალი გეოლოგების მიერ გაყვანილს. ანუ უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, უბანი ძალიან სწრაფი ტემპებით და თავისით ინგრევა", - განუცხადა "პირWელს" მელაშვილმა.