გამოკითხვა
ხმის მიცემა
Euronews
თურქეთის საფინანსო ბაზარმა ნეგატიურად ირეაგირა ამ უქმეებზე ოპოზიციური ჟურნალისტების მასობრივ დაკავებებზე. თურქული ლირის ფასი აშშ დოლარის მიმართ 0.9%-ით, $1/2.31 ლირამდე შემცირდა, რაც ამ წლის იანვრის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია. 10-წლიანი ობლიგაციების ფასი 8,67-დან 8,7%-მდე გაიზარდა.
აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ, რომ შეაჩეროს ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა და ასევე კორუფციულმა სკანდალმა წლის დასაწყისში თურქეთში, უკვე მიაყენა ლირას ზიანი. თურქეთის ცენტრალურ ბანკს მაშინ ორჯერ მოუწია საბაზისო განაკვეთების გაზრდა. ლირა კი 1 თვეში 10%-ით გაუფასურდა.