ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
საახალწლო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში
2014-12-16 16:32:06
ghn.ge
ახალი წლის დღეებში ტურისტების მოსაზიდად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სპეციალურ მარკეტინგულ ღონისძიებას ახორციელებს. პროექტი - „უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" კერძო სექტორის სტიმულირებასა და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
25 დეკემბრიდან 1 მარტამდე აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს შეეძლებათ 30%-დან 50%-მდე ფასდაკლებებით სარგებლობა რეგიონის ტურისტულ ობიექტებში. პროექტი მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.
ფასდაკლებების სეზონში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი: batumievents.com და ინფორმაციის მიღებასთან ერთად ისარგებლონ არსებული შემოთავაზებებით.
ფასდაკლებებთან ერთად, რეგიონში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებებია დაგეგმილი. 30 დეკემბრიდან ბათუმის მერია საახალწლო განწყობის შესაქმნელად დაიწყებს უაფასო კონცერტებს ევროპის მოედანზე სადაც მოწყობილი იქნება საშობაო გამოფენა-ბაზრობა, საახალწლო ნაძვის ხე და საკონცერტო სცენა.
31 დეკემბერს, ბათუმის ევროპის მოედანზე გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ქათამაძე, ჯგუფი ინსაითი, ნიკოლოზ რაჭველი და სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
საახალწლო დღეებში, ევროპის მოედანზე არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, „მგზავრები", სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.