ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
როდის დაასრულებს ევროკავშირის სადამკვირვებლო კომისია თავიანთ მისიას?
2014-12-16 23:55:58
ghn.ge
ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის მანდატი 2016 წლის 14 დეკემბრამდე გააგრძელა.
ევროკავშირის მთავარი დიპლომატის ფედერიკა მოგერინის თქმით, სადამკვირვებლო მისია რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.
ევროკავშირი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს." - აღნიშნა მან.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ოფიციალურად 2008 წლის 1 ოქრომბერს ამოქმედდა.
მისიის შემადგენლობაში ევროკავშირის 22 ქვეყნის 200-ზე მეტი შეუიარაღებელი დამკვირვებელი შედის.
რუსეთი და მის მიერ აღიარებული ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ამ მისიის არსებობის წინააღმდეგ დღემდე გამოდიან.
ეუთოსა და გაეროს მისიები საქართველოში 2009 წელს დასრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოს კონფლიქტურ ზონებში დაკვირვებას აწარმოებენ.