ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ელიტარული კორუფცია უკრაინაშიც იქნება

2014-12-17 15:27:43

ghn.ge

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც უკვე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, პოროშენკოს ხელისუფლების საკვაძო ფიგურა ხდება.

„ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაციით, ადეიშვილი უახლოეს დღეებში დაასრულებს კანონპროექტებს პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ, რომელსაც ქვეყნის მთავრობა განიხილავს და დასამტკიცებლად რადას წარუდგენს. ასევე დამტკიცდება კანონი ანტიკორუფციული სამსახურის საქმიანობის შესახებ, რომელზე ადეიშვილი მუშაობს. 

როგორც სააგენტოს ადეიშვილთან დაახლოებულმა პერსონამ განუცხადა, კიევში მოღვაწე ქართველი ჩინოვნიკები ხუმრობენ კიდეც - „საქართველოში ადეიშვილის გვეშინოდა და უკრაინაშიც მისი უნდა გვეშინოდეს". 

ეს ხუმრობა უკვე დადასტურებულ ფაქტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც შესაბამისი სტრუქტურის შექმინის თაობაზე პარლამენტის თანხმობის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის შეფის პოსტს დაიკავებს. 

„პოროშენკოს გადაწყვეტილება აბსოლუტურად გასაგებია. იგი ხელისუფლებაში ფულის საკეთებლად არ არის მოსული - მას საკმარისი ქონება გააჩნია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი უკრაინისგან რეფორმებს ითხოვს, მას არ აქვს დიდი დრო ექსპერიმენტებისთვის. ამიტომ ცალკეულ საკვანძო მიმართულებებს - განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლის საკითხში - გამოცდილ კადრებს ჩააბარებს. ადეიშვილი კი ამ საქმეში მართლაც შეუცვლელი ფიგურაა", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" თანამოსაუბრემ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. 

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში იმედოვნებენ, რომ ადეიშვილი უახლოე პერიოდში შეძლებს ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრას. 

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ექსხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკა ზღულაძემ, ალექსანდრე კვიტაშვილმა, ეკა ტყეშელაშვილმა და გია გეწაძემ უკვე მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა. ზღულაძე უკრაინის შსს მინისტრის მოადგილედ, ხოლო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნენ.

სხვა სიახლეები