გამოკითხვა
ხმის მიცემა
newposts.ge
ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა.
რატიფიცირებას 490-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი იყო 76, თავი შეიკავა 57-მა. სულ ხმის მიცემაში 623 ევროპარლამენტარი მონაწილეობდა.
სტრასბურგში ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.
ასევე ევროპარლამენტში იმყოფებოდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილის, რომელიც სტრასბურგში „ევროპის სახალხო პარტიის“ მიწვევით იმყოფებოდა.