გამოკითხვა
ხმის მიცემა
ipn.ge
მოსკოვში 79 წლის ასაკში რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი ქართველი მომიტინგეების დარბევის უშუალო ხელმძღვანელი, გენერალი იგორ როდიონოვი გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, გენერალი როდიონოვი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
იგორ როდიონოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს 1996-97 წლებში იკავებდა. 1988 წლის აპრილიდან 1989 წლის აგვისტომდე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაური იყო.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რომელსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. სადამსჯელო რაზმს გენერალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა.