გამოკითხვა
ხმის მიცემა
ghn.ge
თბილისის საქალაქო სასამართლო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას კიდევ ერთი საქმის განხილვას იწყებს. კერძოდ საუბარია უკანონო ლეგალიზაციის ბრალდებაზე, რის გამოც თბილისის ყოფილ მერსა და ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პირველი წინასასამართლო სხდომა არის ჩანიშნული.
ამავე საქმეზე გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულია მისი ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი.
ლატარიის კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელ ალექსანდრე გოგოხიაზე კი ძებნაა გამოცხადებული.
დაცვის მხარის ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ საქმეში უშუალოდ გიგი უგულავას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ მოიძებნება.