ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ამერიკელმა მეცნიერმა სიკვდილის წინ უცხოპლანეტელთა ფოტოები გამოაქვეყნა

2014-12-23 10:40:30

intermedia.ge

აეროკოსმოსური პროგრამა Lockheed-ის ყოფილმა თანამშრომელმა ბოიდ ბუშმენმა სიკვდილის წინ აღიარა, რომ პირად შეხვდა უცხოპლანეტელებს.

 

მომაკვდავმა ამერიკელმა მეცნიერმა ჩაწერა უცნაური სიკვდილისწინა ვიდეო. იგი ამბობს, რომ იცის რა ხდებოდა საიდუმლო ზონა -51-ში, შტატ ნევადაში.

 

მან განაცხადა, რომ უცხოპლანეტელები და მფრინავი თეფშები ნამდვილად არსებობენ, რომლის ტექნოლოგიებიც ნაწილობრივ აითვისა კომპანია Lockheed Martin-მა, რომელიც თავდაცვით პროექტებზე მუშაობდა. imageთვით ბუშმენი გახლდათ მეცნიერ-მკვლევარი კორპორაცია Lockheed Martin-ში.მას მიეკუთვნება რიგი გამოგონებები, რომლებზეც პატენტები გაიცა.თუმცა მისი ბიოგრაფიის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია.

 

"მე გაგიმხელთ დიდ საიდუმლოს"-ასე იწყებს ვიდეომომართვას მეცნიერი, რომელიც 2014 წლის 7 აგვიტოსაა ჩაწერილი .იგი მოხსენიებს როზუელის ინციდენტს, რომელიც 1947 წელს მოხდა.

 

შემდეგ ბოიდ ბუშმენი საუბრობს ანტიგრავიტაციულ ამოზე, რომელიც მუშავდება ე.წ. ზონა 51 -ში.

 

მეცნიერი აღწერს უცხოპლანეტელებს, იგი აცხადებს, რომ მათი სიმაღლე 1.3-1.5 მეტრია, აქვთ სამი ხერხემალი, რომელიც ხრტილებისგან შედგება და ადამიანზე უფრო ნაკლები ნეკნები აქვთ.თითები ადამიანისას წააგავს, თუმცა მათი უფრო გრძელია.

 

"მათ შეუძლიათ გამოიყენეონ ტელაპატიური ხმა ჩვენთან სასაუბროდ"-ამბობს მეცნიერი-"წარმოიდგინეთ, თქვენ ხარ ერთ ოთახში უცხოპლანეტელთან ერთად და უცებ თქვენი შიდა ხმა კითხვაზე პასუხს გცემთ".

 

იგი აცხადებს, რომ ზოგიერთი უცხოპლანეტელი 230 წლისაა.. შემდეგ მეცნიერი აღწერს უცხოპლანეტელთა ცხოვრების ზოგიერთ დეტალს.ამბობს, რომ ისინი პლანეტა კინტუმნიადან არიან, მანძილი დედამიწიდან იქამდე 68 სინათლის წელიწადია, თუმცა ისინი ხომალდით ჩვენამდე მოსვლას მხოლოდ 45 წუთი ანდომებენ.

 

Lockheed Martin -ის ყოფილმა თანამშრომლემა ადრეც გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ იკვლევდა უცხოპლანეტელთა ხომალდებს და რომ კორპორაცია ფლობს რიგ სუპერთანამედროვე ტექნოლოგიებს.

სხვა სიახლეები