გამოკითხვა
ხმის მიცემა
Ipn.ge
საქართველოს პარლამენტს რატიფიცირების მიზნით 2014 წლის 15 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი წარედგინა, რომელიც ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" საქართველოს მონაწილეობას ითვალისწინებს.
ჩიკაგოს სამიტზე მიღებული დეკლარაციით, ნატო და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა შეთანხმდნენ, 2014 წლის შემდეგ ნატო-ს ძალების ავღანეთში ყოფნაზე, ნატოს ეგიდით მიმდინარე არასაბრძოლო სასწავლო, საკონსულტაციო და მხარდაჭერის მისიაში.
ქართული მხარის შეთავაზებით, ნატოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში საქართველოს ოპერაციულ პარტნიორად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ მისიაში საქართველოს მონაწილეობა განისაზღვრება ერთი ბატალიონითა და ერთი ასეულით.
სარატიფიკაციო დოკუმენტს დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი განიხილავს.