ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
საუდის არაბეთი მზადაა ნავთობის მოპოვება გაზარდოს
2014-12-23 17:24:07
agora.ge
საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ნავთობის მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეამცირებს, თუ იგივეს გააკეთებენ ის ქვეყნები, რომლებიც OPEC-ში არ შედიან, ვინაიდან ნავთობის გაიაფება სწორედ მათი ბრალია.
ამის თაობაზე, სამეფოს ნავთობის უწყების ხელმძღვანელმა ალი ალ-ნაიმიმ განაცხადა.
საუდის არაბეთის პოზიციას დაეთანხმა არაბეთის გაერთიანებული საემიროც. პირიქით, ალ-ნაიმიმ იმაზეც კი მიანიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ნავთობის მიწოდება გაზარდოს, თუ ახალი კლიენტი იპოვნეს.
OPEC-ის ცოტა ხნის წინათ გამართულ სხდომაზე, სწორედ საუდის არაბეთმა მიაღწია, რომ თავისი გადაწყვეტილება - არ შეემცირებინათ ნავთობის მოპოვების ქვოტა - გასულიყო. იმის მიუხედავად, რომ ივნისიდან ნავთობი $115-დან $60-მდე გაიაფდა.
ალ- ნაიმის განცხადებამ ბაზარზე ტრენდი შეცვალა: წინა კვირის ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობი $62-მდე გაძვირდა, ხოლო დღეს ისევ ქვევით წამოვიდა ფასი.