ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

რამდენი ჟურნალისტია დაღუპული 2014 წელს?

2014-12-23 17:32:28

ipn.ge

2014 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მსოფლიოში სულ მცირე 60 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ანგარიშშია ნათქვამი. 
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს საკმაოდ მაღალი იყო საერთაშორისო ჟურნალისტების დაღუპვის მაჩვენებელი, კონფლიქტის ზონებში დაღუპული ყოველი მეოთხე საერთაშორისო ჟურნალისტი იყო.
"პრესის უჩვეულოდ ბევრი წარმომადგენელი, რომელიც 2014 წელს საკუთარი სამუშაოს გამო დაიღუპა, საერთაშორისო ჟურნალისტი იყო. მათ გადაკვეთეს საზღვარი, რათა გაეშუქებინათ კონფლიქტები და სახიფათო სიტუაციები ახლო აღმოსავლეთში, უკრაინასა და ავღანეთში", - ნათქვამია "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" ანგარიშში. 
ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ 2014 წელს უკვე ზედიზედ მესამე წელია ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათოდ სირია რჩება, სადაც წელს 17 ჟურნალისტი დაიღუპა. სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 2011 წლიდან მოყოლებული კი, ამ ქვეყანაში 79 ჟურნალისტი დაიღუპა. 
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი" ასევე აღნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ, უკრაინაში წელს პირველად დაფიქსირდა ჟურნალისტთა დაღუპვის ფაქტები. ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე წელს სულ მცირე ხუთი ჟურნალისტი და მედიის ორი წარმომადგენელი დაიღუპა. დაღუპულთაგან ყველა, ერთის გარდა, საერთაშორისო ჟურნალისტი იყო. 
ორგანიზაციის განცხადებით, ერთი ჟურნალისტი და ორი მედიამუშაკი დაიღუპა გვინეაში, სადაც ჟურნალისტები ებოლას ვირუსის გასაშუქებლად იყვნენ ჩასული. 
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" განცხადებით, ამ ეტაპზე ორგანიზაცია იძიებს 18 გარდაცვლილი ჟურნალისტის საქმეს, რათა დაადგინოს უკავშირდება თუ არა მათი სიკვდილი სამსახურებრივ მოვალეობას. 
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მონაცემებით, გასულ წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მსოფლიოში 70 ჟურნალისტი დაიღუპა. 

სხვა სიახლეები