გამოკითხვა
ხმის მიცემა
newposts.ge
პრეზიდენტი წინასაახალწლოდ პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისიაში უკვე შესულია 500-მდე მსჯავრდებულის განცხადება. კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, კრიტერიუმებს მხოლოდ 225 მსჯავრდებული აკმაყოფილებს.
განცხადებებზე მუშაობა კვირის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც კომისიის წევრები პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.
„უახლოეს დღეებში, როდესაც დავასრულებთ მუშაობას, უკვე რეკომენდაციას წარვუდგენთ პრეზიდენტს. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია, როდის გამოაცხადებს შეწყალებას,“ - განაცხადა ზვიად ქორიძემ.