ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
2014-12-24 10:35:16
newposts.ge
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოს და რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ქუთაისში მდებარე რესტორან "იმერეთს" და თბილისში, ლილოს დასახლებაში მდებარე შპს "ჯი კომპანის" (ქათმის ხორცის გადამუშავება) საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ინსპექტირებისას რესტორანში გამოვლინდა შემდეგი კრიტიკული შეუსაბამობები: კონდენსატით დაფარული სამზარეულოს ჭერი; კოროზირებული მაცივარი, ხორცის საკიდი კაუჭები და თაროები; ასევე ოთხ მაცივარში აღმოჩნდა საეჭვო წარმომავლობის ხბოს ხორცი, რომელსაც არ გააჩნდა ჯანმრთელობის ნიშანდება - ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2. ქათმის ხორცის გადამამუშავებელ საწარმოში დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობა; სეპარაციის საამქროში, სადაც ხდება ქათმის ძვლებისა და რბილობის განცალკევება, ჭერზე აღინიშნა კონდენსატი და ობის სოკოები; დანაწევრებული ქათმის ხორცის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმები (სალმონელა). აღნიშნული კრიტიკული შეუსაბამობები რესტორნისა და ქათმის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოსათვის საწარმოო პროცესის შეჩერებისა და ბიზნესოპერატორების 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი გახდა. შპს "იმერეთი" და შპს „ჯი კომპანი" საწარმოო პროცესის აღდგენას მხოლოდ კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.