გამოკითხვა
ხმის მიცემა
bpn.ge
თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მერიასთან მრავალსართულიანი ავტოსადგომის ასაშენებლად მილიონნახევარი ლარია გათვალისწინებული.
ამის შესახებ ქალაქის მერმა "პალიტრა.ტვ"-ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ავტოსადგომზე მანქანების გაჩერება არა მხოლოდ მერიის თანამშრომლებისთვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც იქნება შესაძლებელი.
"მომდევნო წლის ბიუჯეტში გავითვალისწინეთ მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებლობა მერიის გვერდზე. სადაც არა მხოლოდ მერიის თანამშრომლებს, არამედ მოქალაქეებს, რომლებიც მოდიან ჩვენთან სხვადასხვა სერვისის მისაღებად, შეეძლებათ ავტოსადგომით სარგებლობა. პროექტისთვის მილიონნახევარი ლარი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.