გამოკითხვა
ხმის მიცემა
ipn.ge
ჩვენ დავუშვით საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და არაფერი გავაკეთეთ, გარდა "მშვიდობა, სიყვარული და ვუდსტოკი" იდეით გაკეთებული განცხადებებისა. ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა თომას ჰენდრიკ ილვესმა გამოცემა The American Interest-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც სამხედრო აგრესიას კრძალავს, ჯერ კიდევ 2008 წელს დაარღვია, როდესაც საქართველოში საკუთარი ჯარით შეიჭრა", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
თომას ჰენდრიკ ილვესის განცხადებით, მაშინ ევროპამ არაადეკვატურად უპასუხა რუსეთის ჯარის შეჭრას და რამდენიმე თვეში დაუბრუნდა მოსკოვთან ნორმალურ თანამშრომლობას მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება.
ესტონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ 2009 წელს ვლადიმერ პუტინმა და დიმიტრი მედვედევმა საჯაროდ განაცხადეს, რომ შეიჭრნენ საქართველოში, რათა საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანებულიყო.
"ახლა კრემლმა იგივე ჩაიდინა უკრაინაში მისი სურვილის გამო, ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე", - განაცხადა თომას ჰენდრიკ ილვესმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფდა ქვეყნის ბირთვულ პოტენციალზე უარის სანაცვლოდ, სრულად დაირღვა.