ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
რუსეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს სავარაუდოდ, საერთო სპეცსამსახურები ეყოლება
2014-12-25 13:43:12
pia.ge
რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალი შეთანხმების თანახმად, რომელის ხელმოწერაც 2015 წლის დასაწყისში იგეგმება, ე.წ. მოკავშირეების რამდენიმე სახელმწიფო ინსტიტუტის შერწყმაა მოსალოდნელი.
რუსეთის ფედერაციისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო და ძალოვანი სტრუქტურები გაერთიანდებიან, ხოლო მოსკოვი კოორდინირებული საგარო პოლიტიკის განხორციელებას, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების ფუნქციების უზრუნველყოფას თავის თავზე აიღებს.
ამის შესახებ ნათქვამია ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა იუწყება, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ძალოვანი უწყების რუსულ ანალოგთან შერწყმა მოხდება ისე, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შევა. მხოლოდ ჯარის წვევამდელები და კონტრაქტორები სამხედრო სამსახურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოიხდიან.
ე.წ. სასაზღვრო და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი გაუქმდება, ხალხის მიმოსვლა და ტვირთზე წვდომა კი თავისუფლად განხორციელდება. ხოლო ე.წ. საჯარო მოხელეთა ხელფასები, პენსიები და შეღავათები რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის დონეს გაუთანაბრდება.
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ბორის ჩოჩიევმა დაადასტურა, რომ შეთანხმების ასეთი ვარიანტი მართლაც არსებობს, თუმცა 27 დეკემბერს, როდესაც ცხინვალში ე.წ. პოლიტსაბჭო დე ფაქტო პრეზიდენტთან შეიკრიბება, ის შეიძლება ძირეულად შეიცვალოს.