გამოკითხვა
ხმის მიცემა
info9.ge
თბილისში 20 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი სლოტ – კლუბ „აჭარაბეთის“ დაცვის თანამშრომლებმა იპოვეს.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. დამატებით ინფორმაციაზე საუბრისგან „აჭარაბეთში“ თავს იკავებენ. როგორც „ინფო 9“-ს კლუბში განუცხადეს, შემთხვევა უშუალოდ „აჭარაბეთის“ შენობაში არ მომხდარა.