ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ფილმები, რომელთა გარეშე ახალი წელი არ მოდის...

2014-12-30 18:16:54

Ирония судьбы, или С легким паром! ეს არის უკვდავი რუსული ფილმი, რომელსაც დიდი საიმოვნებით უყურებს ნებისმიერი ასაკის და პოლიტიკური შეხედულების ადამიანი. „კოჯრის ტყის სიზმრები“ და „კურჩხი ბედნიერი“ ჩვენი, ქართველების საყვარელი საახალწლო ფილმებია.

წლების განმავლობაში პირველ ადგილზე იყო ძველი, მაგრამ არაჩვეულებრივი ფილმი : "It's a Wonderful Life". 

ფილმის შინაარსი: ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელი გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსი, პატიოსანი, თაბანგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამა, დეპრესიაშია უსიამოვნებების გამო და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარებაში. და ზეცა მას გადასარჩენად კლარენსს გამოუშვებს, იმ მომენტისთვის ერთადერთ თავისუფალ მეორე ხარისხის ანგელოზს, სასიამოვნო, კეთილს, მაგრამ გამოუცდელს, რომელმაც ჯერ კიდევ ფრთებიც კი არ დაიმსახურა. თუ ის თავის სამსახურს კარგად გააკეთებს და შეძლებს ჯორჯის გადარწმუნებას უდიდესი ცოდვისგან, ის ფრთებს მიიღებს. დრო კი მას თითქმის არ დარჩა... კლარენსი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იპოვის – ის ჯორჯს აჩვენებს სამყაროს, რომელშიც ის არსებობს. 

მეორე ადგილზე 1994 წლის ფილმი Miracle On 34th Street.

ფილმის შინაარსი: პატარა ბავშვებს გულრწფელად სჯერად საოცრებების და ყოველთვის ელიან წელიწადში ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის დადგომას. ექვსი წლის სიუზანს კი, რომელსაც მამა არაყავს, არ ჯერა, რომ სანტა კლაუსი – ნამდვილი ჯადოსანია. დედამ დიდი ხნის უკან გაუხსნა მას მისი "საიდუმლო". და მიუხედავად იმისა, რომ სიუზანი დანარჩენი ბავშვებივით სანტასთვის აზადებს საჩუქრების სიას, ის არ ელის საოცნებო საჩუქრების მიღებაზე: ახალ სახლი, მამა და პატარა ძმა. მაგრამ საოცრება მოხდება სანტა კლაუსთან შეხვედრის შემდეგ დიდ ნიუ–იორკის უნივერმაღში "ქოული". სიუზანი მიხვდება: სანტა მართლა ნამდვილია და მისი სანუკვარი ოცნებები აუცილებლად ასრულდება...

მესამე ადგილზე შედარებით თანამედროვე ფილმი "Elf".

ფილმის შინაარსი: უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს...

მეოთხე ადგილზე 2003 წლის ფილმი "Bad Santa".

ფილმის შინაარსი: შობის წინ უილიმ გადაწყვიტა სავაჭრო ცენტრის გაქურდვა სანტა-კლაუსის ტანსაცმელში გადაცმული. მაგრამ ის მოულოდნელად გაიცნობს ბიჭს, რომელიც მას ნამდვილ სანტად მიიღებს...

მეხუთე ადგილზე  The Polar Express.

ფილმის შინაარსი: კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანოზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშჳც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა...

შემდეგ ადგილებზე კი მოდიოდა ფილმები: "Scrooged,” “National Lampoon's Christmas Vacation,” “A Christmas Story,” “Home Alone,” “Planes, Trains, and Automobiles,” “The Muppet Christmas Carol.”

სხვა სიახლეები