ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს.

2015-01-04 10:57:30

ipn.ge

შსს-ს მაშველებმა ზვავში მოყოლილი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 2 იანვარს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზოტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიკარგა მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერცევიდან სოფელ კიკიბოს მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც ზოტის მთაზე შედრეკილის დასახლებასთან ზვავში მოჰყვა. სამმა მოახერხა ზვავიდან გამოსვლა, ხოლო ჯგუფის მეოთხე წევრი დაიკარგა. ზვავში მოყოლილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვდნენ.

"შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს სამაშველო ჯგუფი. ადგილზე ასევე მობილიზებული არიან აჭარისა და გურიის სამაშველო ჯგუფები, ხოლო თბილისიდან გაიგზავნა სამაშველო ჯგუფი თოვლში საძიებო სპეციალური აღჭურვილობით.

3 იანვარს საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა სამი მოქალაქე ზვავიდან გამოიყვანეს, ხოლო მეოთხე მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სხვა სიახლეები