გამოკითხვა
ხმის მიცემა
“რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ნამქერი) გამო, ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მოძრაობა ასევე გუდაური-კობის მონაკვეთზე არის აკრძალული. გზა 5 იანვარს, დილის 4 საათზე ზვავსაშიშროების გამო გადაიკეტა.