გამოკითხვა
ხმის მიცემა
ამ ამბავს ტელეკომპანია „ევრონიუსის“ ვებგვერდი იუწყება. ლუდსახარში De Halve Maan-ის მფლობელმა ქალაქის მერიას ქარხნიდან გასაფილტრ და ჩამოსასხმელ ფაბრიკამდე მილის გაყვანის თხოვნით მიმართა. ლუდის მწარმოებელი თხოვნას ეკოლოგიაზე ზრუნვით ხსნის.
ბრიუგეს ცენტრში, ქარხნიდან ლუდის ჩამოსასხმელ ცეხამდე ყოველდღიურად 500-მდე ავტოცისტერნა გადააქვთ. ლუდსახარშის მეპატრონე, ხავიერ ვანესტე აცხადებს, რომ მილის სიგრძე დაახლოებით 3 კილომეტრი იქნება და მილებში ლუდი 6 ათასი კილომეტრ საათი სიჩქარით გაედინება.
ნოუ-ჰაუს ავტორები დარწმუნებულები არიან, რომ სიახლე რენტაბელური იქნება და 5 საუკუნის ლუდსახარშისთვის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყება. რა დაჯდება პროექტი და როდის გაივლის პირველი ლუდი მილებში, მეწარმეები არ აკონკრეტებენ.
ნებართვა გაცემულია, პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.