ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

შემოსავლების სამსახურის "აქილევსის ქუსლი" - პრემიები

2015-01-06 10:52:28

ipress.ge

აუდიტის დასკვნის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის მიერ პრემიის სახით გაწეულია 24,477.6 ათასი ლარის ხარჯი. საბიუჯეტო სახსრებიდან 6,338.9 ათასი ლარის ხარჯი, ხოლო საკუთარი შემოსავლებიდან 18,138.7 ათასი ლარის ხარჯი. 

აღსანიშნავია რომ, 2013 წელს შემოსავლების სამსახურის პრემიების ოდენობამ 59.4 ათასი ლარიდან 68.5 ათას ლარამდე შეადგინა, ეს კი თანამდებობრივი სარგოების 216%-227%-ს შეადგენს.

2013 წლის განმავლობაში, შრომის ანაზღაურების სახით ერთ პიროვნებაზე, ხელმძღვანელი პირებიდან გაცემული წლიური ჯამური თანხების ოდენობა კი 87.0 ათასი ლარიდან 98.7 ათას ლარამდეა.

რაც შეეხება 2012 წელს, შემოსავლების სამსახურის მიერ შრომის ანაზრაურებაზე 47,322.6 ათასი ლარის ხარჯი იქნა გაწეული. პრემიების ოდენობამ კი, 17,862.4 ათასი ლარი შეადგინა. ხელმძღვანელი პირებიდან შრომის ანაზღაურების სახით ერთ პიროვნებაზე გაცემული თანხების ჯამური ოდენობა კი 74.6 ათასი ლარიდან 106.7 ათას ლარამდე მერყეობს.  მათ შორის წლიური პრემიების ოდენობა 48.7 ათასი ლარიდან 78.5 ათას ლარამდე, რაც თანამდებობრივი სარგოების 188%-278% შეადგენს.

არაადეკვატური ოდენობის პრემიებს, საკანონმდებლო პრობლემას უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე. მისი განცხადებით როგორც წინა, ასევე ახალმა ხელისუფლებამაც საკანონმდებლო შესაძლებლობები საკუთარ კეთილდღეობას მოარგო.

„პრემირების სისტემა, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს ახალი ხელისუფლების დროსაც წარმოადგენს ხელისუფლების აქილევსის ქუსლს, რომელზეც პასუხი ვერც წინა ხელისუფლებამ და სამწუხაროდ ვერც ახალმა ხელისუფლებამ ვერ გასცა. არაადეკვატურია, როდესაც რეალური საშუალო ხელფასის ოდენობა რამდენჯერმე ჩამორჩება პრემიის ოდენობას. პრობლემა არის ის, რომ ეს არ არის კანონდარღვევა. როგორც წინა ასევე ახალმა ხელისუფლებამაც,  საკანონმდებლო შესაძლებლობები საკუთარი კეთილდღეობის კომფორტზე მოირგო. პრობლემა არის ის, რომ საკანონმდებლო რეგულირება არ ხდება, არ არის ჩამოყალიბებული საკანონმდებლო სისტემა, რომელიც პრემიების ადეკვატურობა - არაედეკვატურობის დონეს განსაზღვრავს. მაღალი თანამდებობის პირები პიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებას თუ ვინ რამდენი უნდა მიიღოს ანაზღაურება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ პრემიების ოდენობა ხშირად 50 ათასს ცდება. როდესაც ამას კანონი არ კრძალავს, ბუნებრივია ჩნდება ადამიანური ცდუნება იმის, რომ რაც შეიძლება მაღალი პრემია გამოიწეროს ამა თუ იმ თანამდებობის პირმა.  ამისთვის ადამიანებს ბუნებრივია ვერ დავსჯით და ვერც პასუხს მოვთხოვთ. პასუხი უნდა მოეთხოვოს სახელისუფლებო ვერტიკალს, რომელიც იძლევა ასეთი პრემიერბის გაცემის შესაძლებლობას.“ - ლევან კალანდაძე

სააგენტო აიპრესმა ამ თემასთან დაკავშირებით შეკითხვით შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც მიმართა. თუ რამ განაპირობა უწყებაში პრემიების მსგავსი მოცულობა, ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

სხვა სიახლეები