ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს
2015-01-16 09:43:34
ghn.ge
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საფინანსო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებაში და კერძო სექტორის განვითარებაში.
საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით, იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.
სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტეგრაციას დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.