ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ირაკლი სესიაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სუს-ის თანამშრომლის დასაქმების საკითხზე გადაწყვეტილებას განმარტავს
2017-11-28 19:38:19
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სუს-ის თანამშრომლის დასაქმების საკითხზე გადაწყვეტილებას განმარტავს.
სესიაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, სუს-ის თანამშრომელს სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასამების შესაძლებლობა ექნება.
"მე ვფიქრობ, რომ კანონპროექტის აღქმისა და გაგების პრობლება გვაქვს. მინდა ყველას შევახსენო ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი, არსებობს უსაფრთხოების ოფიცრის სტატუსი და მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული ის 25 უწყება, სადაც ოფიცერი ნებაყოფლობით ხელშეკრულებით ოფიციალურად მიდის. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, მე მინდა შეგახსენოთ, რომ დაზვერვის სამსახური უერთდება უსაფრთხოების სამსახურს და დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი მუხლი განსაზღვრავს სწორედ ამას. დაზვერვის სპეციფიკაში წლების განმავლობაში არსებობდა ეს მუხლი და გადმოვიდა უსაფრთხოებაში იმისთვის, რომ დაზვერვის სამსახურმა გამოიყენოს ეს მუხლი. მე არ მინდა განვმარტო რა მიზანი აქვს ამ მუხლს. დაზვერვის კანონიდან არის ეს გადმოტანილი უსაფრთხოების სამსახურის ნაწილში. ვურჩევ ჩემს ოპონენტებს, გაერკვნენ სიტუაციაში, დაესწრონ სხდომებს და მიხვდებიან, რომ კანონის ის ნაწილი, რაც დაზვერვის სამსახურში იყო, გადმოვიდა უსაფრთხოების ნაწილში", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.