ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი შუალედური კორიდორისა და აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელობაზე საუბრობს
2017-11-28 19:46:43
for.ge
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა, აჰმედ არსლანმა შუალედური კორიდორის პროექტებში აბრეშუმის გზის ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნების ჩართვის მიზანშეწონილობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვაშენებთ, გვირაბებს, ხიდებს და ეს ყველაფერი ჩვენი ამოცანებია. თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, - დიახ, ჩვენ ვთანამშრომლობთ კორიდორის ასპექტში, მაგრამ ეს არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ამ სამი ქვეყნით. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს თანამშრომლობა იყოს სხვა ქვეყნებთან ამ სარტყელის გასწვრივ.“ - განაცხადა „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის“ პანელის ფარგლებში აჰმედ არსლანმა.
თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე შუალედური კორიდორის პროექტის მიზნების რეალიზებისათვის. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომლითაც აჰმედ არსლანის განცხადებით მეზობელი ქვეყნებიც შეძლებენ სარგებლობას. „თურქეთი წამყვანი ქვეყანაა აბრეშუმის გზის გეოგრაფიაში. ჩვენ არ ვიზღუდებით მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ვახორციელებთ ისეთ საფინანსო მოდელს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის კერძო სექტორს მიიზიდავს.“ - აღნიშნა მან.