ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა

2017-11-28 20:51:28

for.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პაველ ფილიპს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, საერთო მიზნებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. მხარეების განცხადებით, ორ ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი საერთო გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ და პაველ ფილიპმა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მყარი ურთიერთმხარდაჭერა დაადასტურეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ამ მხრივ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს.

საუბარი შეეხო ურთიერთობის საპარლამენტო განზომილებასაც. ირაკლი კობახიძის და პაველ ფილიპის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა დინამიურია და ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას ხელს აქტიურად შეუწყობენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებიც.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების თავმჯდომარეების ერთობლივი განცხადების შესახებაც, რომელშიც სპიკერები ევროპარლამენტს სამი ასოცირებული ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნისკენ მოუწოდებენ. აღინიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო ფორმატებშიც, რაც, მხარეების თქმით, ქვეყნების საერთო მიზნების მიღწევას უწყობს ხელს.

მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა დნესტრისპირეთის რეგიონთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიღწეული პროგრესი. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტების მოგვარების სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასურველი იქნება ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მიზნებთან კიდევ უფრო დაახლოებს. 

სხვა სიახლეები