ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ერიავეცის შეხვდა
2017-11-28 22:04:23
ipn
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ ერიავეცის შეხვდა.
როგორც „ინტერრპესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველო-სლოვენიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში და განიხილეს ერთობლივი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივა. ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სლოვენიური კომპანიების მზარდ ინტერესს, განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება სლოვენიის ვიცე-პრემიერის ოფიციალურ ვიზიტს და ბიზნესდელეგაციასთან ერთად მონაწილეობას თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმში“, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საქმიანი კავშირების დამყარებას შეუწყობს ხელს.
საუბარი ასევე შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. სლოვენიის ვიცე-პრემიერმა მზადყოფნა გამოთქვა, აღმოუჩინოს საქართველოს როგორც საკონსულტაციო, ისე პრაქტიკული დახმარება რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.
გიორგი კვირიკაშვილმა სლოვენიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.