გამოკითხვა
ხმის მიცემა
for.ge
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ციფრული კავშირის პანელზე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა ლორენს მერედიტმა 5G ინტერნეტის განვითარების და მობილური კავშირის მოხმარების გაზრდის შესახებ ისაუბრა: „ერთიანი ციფრული ბაზარი ევროკომისიის ათი პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. პრაქტიკაში ეს შემდეგნაირად გამოიყურება: 500 მილიონი მომხმარებელი გვყავს და ჩვენი მიზანია, 5G-ს განვითარებისთვის 2020 წლისთვის 700 მილიონი ევროს ინვესტირება განვახორციელოთ. მობილური კავშირის მოხმარება ათასჯერ გაიზრდება, სმარტფონების ოდენობის გაზრდა - 100-ჯერ, მონაცემების გაცვლაც 100-ჯერ უფრო მეტად ეფექტური იქნება 4G-სთან შედარებით.“-განაცხადა ლორენს მერედიტმა.