ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ანაკლიის პორტმა აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

2017-11-29 12:03:12

for.ge

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ტრანსკასპიური დერეფნის პორტებთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გააფორმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტისა და ყაზახეთის პორტ კურიკის წარმომადგენლებთან ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა მოაწერა. ბაქოს პორტის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა. კურიკის პორტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთის მხრიდან ხელი მოაწერეს პორტის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტალგატ ოსპანოვმა და  „სეიმურგ ინვესტის“ გენერალურმა დირექტორმა ისკანდერ აბდულხალიკოვმა.

შეთანხმებები პორტებს შორის ხელს შეუწყობს ტრანს-კასპიური დერეფნის განვითარებას და ანაკლიის პორტის მშენებლობის დასრულებისთანავე ტვირთის გადაზიდვის კონკურენტუნარიან პირობებს შექმნის.

უახლოეს მომავალში ანაკლიის პორტი გეგმავს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას რუმინეთის პორტ კონსტანცას ნავსადგურთანაც.

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. ანაკლია ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.

ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება,  როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები  ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება. 

სხვა სიახლეები