ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
ლევან ახვლედიანმა აბრეშუმის გზის ფორუმის სტუმრებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები გააცნო
2017-11-29 12:06:21
for.ge
ანაკლიის, როგორც საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის ახალ ლოგისტიკურ საწარმოო და მომსახურების ცენტრზე იყო საუბარი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის თემატური პანელის - „შესაძლებლობების ახალი კარიბჭე“ ფარგლებში. პანელის მონაწილეებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობები ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ლევან ახვლედიანმა გააცნო.
თავის გამოსვლაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ანაკლიის პორტის განვითარების პერსპექტივებზე და პოტენციალზე ისაუბრა. ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომლის მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბრიდან, ხოლო ოპერირების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება, სხვადასხვა ადგილებიდან ტვირთების გადაზიდვის გამარტივების, დროის შემცირების, საიმედოობის და სანდოობის გარანტიას შექმნის.
„ანაკლია შერჩეული იყო როგორც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ადგილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, ამისათვის საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ იქნა 340 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, პორტს ექნება 100 მილიონ ტონაზე მეტი პოტენციალი. პორტის სიღრმე საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს დიდი მოცულობის ბრუნვა“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის ინფორმაციით, ეკონომიკური ზონის ფარგლებში კონსორციუმი გეგმავს ქალაქის გაშენებას 2000 ჰექტარზე. „ეს იქნება პრაქტიკულად ახალი ქალაქი, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, მწვანე ქალაქი, რომლის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო წინ წაწევს საქართველოს ვაჭრობისა და სატვირთო გადაზიდვის სფეროში და გაზრდის ქვეყნის როლს აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.