ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
თსუ-ს რექტორის ახალი მოადგილე ჰყავს
2017-11-29 12:29:29
for.ge
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ რექტორის მოადგილედ მედიცინის ფაკულტეტის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის კათედრის პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე წარადგინა.
რექტორის მოადგილეობამდე ალექსანდრე ცისკარიძე 2009 წლიდან დღემდე თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი იყო. იგი არის ინსულტის ევროპული ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სხვა მრავალი საერთაშორისო საზოგადოების წევრი, არაერთი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო ჯილდოს მფლობელი, რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი, დარგის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი.
სულ ახლახან კემბრიჯის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტმა გამოსცა ალექსანდრე ცისკარიძის და მისი ორი უცხოელი თანაავტორის - ლუნდის (შვედეთის) უნივერსიტეტის პროფესორი არნე ლინდგრენი და მინესოტას (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი ადნან კურეშის წიგნი „მკურნალობასთან დაკავშირებული ინსულტი“, რომელიც თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს- ინსულტის თემას ეხება და ამ თემატიკისადმი მიძღვნილი პირველი კომპლექსური წიგნია მსოფლიოში.
თსუ რექტორის ყოფილი მოადგილე მიხეილ ჩხენკელი 13 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე დაინიშნა.