ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ვენეციის პორტი აქტიურად იქნება ჩართული აბრეშუმის გზის ინიციატივაში

2017-11-29 12:33:18

for.ge

როგორც ვენეციის პორტის პრეზიდენტმა პინო მუსოლინომ თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, ნავსადგური „ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივაში აქტიურ მონაწილეობას გეგმავს. პორტის ხელმძღვანელობა ამ მიზნით შეხვედრების გამართვას აპირებს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, ისე კერძო სექტორთან.

„ვენეცია არის აბრეშუმის გზის დასავლეთ რეგიონის დანიშნულების პუნქტი. ჩვენ ვიყავით პირველი აბრეშუმის გზის საკვანძო ნავსადგური და გვსურს, რომ აქტიური მონაწილეები ვიყოთ 21-ე საუკუნის ერთი სარტყელის ინიციატივაში. აღნიშნულ პროექტში ჩართულები ვართ 2013 წლიდან“, - განაცხადა მუსოლინომ.

მისი ონფორმაციით, მიმდინარე ფორუმის ფარგლებში მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს ფოთის და ბათუმის პორტების წარმომადგენლებთან. „რა თქმა უნდა, დაინტერესებულები ვართ ანაკლიის პორტის პოტენციალით. მნიშვნელოვანია აგრეთვე არა მხოლოდ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, არამედ ინტეგრაცია მთლიანად ევროპის ეკონომიკურ სისტემასთან. ორ ქვეყანას შორის ექსპორტ-იმპორტის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და მიწოდების ქსელების განვითარების მიზნით ჩვენ შეხვედრები გვექნება სავაჭრო პალატასთან და საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ღონისძიების სტუმარმა.

პინო მუსოლინომ ისაუბრა საქართველოს როლზე  და შესაძლებლობებზე აბრეშუმის გზის სარტყელის ფარგლებში. „საქართველოს აქვს ძალიან მომგებიანი ლოკაცია, ის მდებარეობს ორი ცივილიზაციის შუაში. შავი ზღვის მეშვეობით ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა შეიძლება უმოკლეს დროში, ჩვენ კი შეგვიძლია ვენეციის პორტის მეშვეობით ჩრდილოეთ ევროპას დავუკავშირდეთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ამ სქემაში შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს“, - განაცხადა ვენეციის პორტის პრეზიდენტმა.

სხვა სიახლეები