ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ინა ბიურელმა აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო

2017-11-29 12:36:08

for.ge

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში თემატური პანელის - „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ მიმდინარეობს, რომელსაც მოდერატორობას უწევს ცნობილი ჟურნალისტი, Bloomberg-ის მედიაკონსულტანტი იან ბიურელი. შესავალ სიტყვაში ბიურელმა აუდიტორიას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია და ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო.

„საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულშია, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. საქართველო არის კანადაზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე წინ 190 ეკონომიკას შორის. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არის იმ 20 ეკონომიკას შორის, რომელიც ბიზნესის რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან პოზიტიური ფისკალური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. დადებითად ფასდება საქართველოს ფინანსური მდგრადობის დონე სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ“, - განაცხადა შეხვედრის მოდერატორმა.

საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრისას, ბიურელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ეფუძნება ლიბერალურ და შეღავათიან  სავაჭრო შეთანხმებებს. ხაზი გაესვა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. „საქართველოს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე წარიმართოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ის იყოს ღირსეული პარტნიორი რეგიონში“, - განაცხადა იან ბიურელმა.

იან ბიურელი არის ბრიტანეთში მოღვაწე მედიაკონსულტანტი, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა გაზეთის The Independent რედაქტორის თანაშემწედ, შემდეგ კი მედიარედაქტორად. მუშაობდა ტელეკომპანია  ITV-ში, ასევე ლონდონის ჟურნალისთვის  Sunday Times საგამოძიებო ჟურნალისტად. ბიურელი წერს სტატიებს გაზეთებისთვის: i paper და UK national newspaper. ასევე, თანამშრომლობს ევროპის მარკეტინგისა და მედიის წამყვან ვებგვერდთან The Drum.

სხვა სიახლეები