ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის პროექტი „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე განიხილეს

2017-11-29 13:13:25

for.ge

დღეს „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში “ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭრიშვილმა  ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტი წარადგინა.

დისკუსიაში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეხებოდა, ბოჭორიშვილმა ისაუბრა ქალაქ ანაკლიასა და ეკონომიკურ ზონაზე როგორც ევროპის, შუა აზიისა და აზიის დამაკავშირებელი, სტრატეგიული რეგიონული კვანძის  პოტენციალზე, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენი პირველადი მიზანია განვავითაროთ ლოგისტიკური და ინდუსტრიული პარკები. სპეციალური ეკონომიკური ზონის უპირატესობაა, რომ ის მთლიანობაში ინტეგრირებული იქნება ღრმაწყლოვანი პორტისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურასთან“, განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

„ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა, ისევე როგორც ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენი  სავაჭრო და სატრანსპორტო შესაძლებლობებით, აბრეშუმის გზის ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ანაკლიის პროექტი მდებარეობს უმოკლეს მარშრუტზე ევროპასა და აზიას შორის და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ სავაჭრო, სატრანსპორო და ბიზნეს კვანძი რეგიონში აბრეშუმის გზის და სხვა სააერთაშორისო კორიდორებისთვის.

„სტრატეგიული ლოკაციითა და მზარდი შესაძლებლობებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს მნიშვნელოვანი საივნესტიციო წერტილი არაერთი მულტინაციონალური კომპანიისთვის მომავალ წლებში,“ -  აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ღრმაწყლოვანი პორტის, ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის პროექტებს აქტიურად განიხილავენ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის ფარგლებში, რომელიც 28-29 ნოემბერს იმართება. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ფორუმის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და სპონსორია.  ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელზე ანაკლია განხილული იქნება, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთ სტრატეგიული პროექტი შუა კორიდორის განვითარებაში, მნიშვნელოვანი გზაჯვარედინი და საქართველოს ახალი შესაძლებლობა. 28 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა ლევან ახვლედიანმა წარადგინა.

28 ნოემბერს ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პორტის მენეჯმენტმა თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა ბაქოსა და კურიკის (ყაზახეთი) პორტებთან. მსხვილი პორტების შეთანხმება რეგიონული დერეფნის განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ისახავს მიზნად.  უახლოეს  მომავალში იგეგმება მემორანდუმის გაფორმება ანაკლიისა და რუმინეთის კონსტსანცას პორტებს შორის.

ფორუმის ფარგლებში ანაკლიის პროექტის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ ფორუმის მონაწილე 30-ზე მეტ კომპანიასთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზის გახსნა და ანაკლიაში პირველი გემების მიღება 2021 წელს იგეგმება.

„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუში 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი და 1000-მდე დელეგატი, მათ შორის პრემიერ-მინისტრები იღებენ მონაწილეობას.

სხვა სიახლეები