ანი დარსალია
"საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?!
სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?!
რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი.
რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას.
მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?!
„თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შექმნა
2017-11-29 14:26:12
for.ge
ტურიზმმა საქართველოში ათი ათასობით სამუშაო ადგილის გენერირება მოახდინა, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის სესიაზე „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები“ გამოსვლისას.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2017 წლის ბოლოსთვის ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკაში 2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი იქნება მობილიზებული.
დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე შეეხო საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიას, რომელიც აღნიშნული სექტორის განვითარებას შეეხება 2025 წლისათვის. სტრატეგიის თანახმად, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მომზადდა, საქართველომ 2025 წლისთვის 11 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უნდა უმასპინძლოს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო აგრძელებს ტურიზმის მხარდაჭერას და ყოველწლიურად დაახლოებით 50 მლნ ლარი იხარჯება როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სექტორის სხვა პრიორიტეტების შესაბამისად.