ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ღირსებისა და ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა

2017-11-29 14:28:21

for.ge

საქართველოს პარლამენტის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პარლამენტის უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულება პროცესებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობის უზრუნველყოფაა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გუშინ, გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში, პარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებაზე ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი საკითხი გამოიკვეთა, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ 50-ზე მეტ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას წარვუდგინეთ პარლამენტის თბილისის დარბაზის ადაპტირების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პარლამენტი სრულიად და თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება ყველა კატეგორიისა და საჭიროების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ცხადია, ამით ჩვენ თავს არ ვიწონებთ, ეს არის ჩვენი უშუალო პასუხისმგებლობა და ვალდებულება და ამ პროცესების განხორციელებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ჩართულობა და მათი ექსპერტული ცოდნის გათვალისწინება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრის დროს გამოიკვეთა სამი საკითხი, რომლის ლობირებასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემი გვთხოვდა - ეს არის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო და სოციალურ მოდელზე გადასვლა და ადაპტირების სტანდარტებისა და განსაკუთრებით, აღსრულების ეფექტური მექანიზმების შემუშავება",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი შესაბამისი ინიციატივებით საზოგადოების წინაშე უახლოეს მომავალში წარდგება.

აქვე დეპუტატი პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ომბუდსმენის კანდიდატურის მხარდაჭერით, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროცესების და ღირებულებების განვითარებაა.

„ჩვენმა გუნდმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენთვის ყველაზე მაღლა ჩვენი ქვეყნის ინტერესები დგას. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით და ეს პრინციპი გასდევდა ლაიტმოტივად საკონსტიტუციო რეფორმის საკითხს და იქ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სახალხო დამცველის პოზიციაზე მხარს დავუჭერდით სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას და არ ვიხელძღვანელებდით გუნდის წევრობის ნიშნით, რადგან ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების და ღირებულებების განვითარებაა და ამ პროცესებში სახალხო დამცველის ინსტიტუტს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური როლი გააჩნია",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

სხვა სიახლეები