ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

დიმიტრი ქუმსიშვილის ინვესტორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში

2017-11-29 15:21:21

for.ge

ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა, რომელიც „თბილსისი აბრეშუმის გზის ფორუმს“ აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა და  ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჯერ კიდევ გუშინ შეიხმა ნაჰაიანმა განაცხადა თავისი ინვესტიციების გაორმაგების განზრახულობაზე. „მას დღეს საქართველოში განხორციელებული აქვს 150-დან 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით კიდევ 150-დან 200 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია გვექნება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფიდან“, -აღნიშნა მინისტრმა.

როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, დღეს აბრეშუმის გზის ფორუმზე საინტერესო დისკუსია გაიმართა ინვესტიციებთან დაკავშირებით, ქვეყნის მიმზიდველობის მიმართულებით. „500-მდე კერძო სექტორის წარმომადგენელი იქნა წარმოდგენილი და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან მიმზიდველია დაწყებული მაღალი ტექნოლოგიებით, ისეთი როგორცაა ბლოკჩეინი, დასრულებული ჩვენი ტრადიციული მიმართულებით, როგორიცაა მაგალითად, ტურიზმის მიმართულება“.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მან დღეს ინვესტორებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ ლოგისტიკური ცენტრების ღია გამოცხადებულ ტენდერში, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 170 მილიონ დოლარამდეა - 2 ლოგისტიკური  ცენტრი უნდა აშენდეს, ერთი ქუთაისის  და კიდევ ერთი თბილისის მახლობლად. „მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მზადაა, ინვესტორს გადასცეს თბილისის მახლობლად 80 ჰექტრამდე, ხოლო ქუთაისის მახლობლად 60 ჰექტრამდე ტერიტორია და ამასთან, საპარტნიორო ფონდი მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროექტში. ძალიან მნიშვნელოვანია ის პროექტები, რომლითაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინვესტიციების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ეს არის ბიზნესგარემო, საგადასახადო გარემო და ასევე ყველა ის პროექტი, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და მასთან ასოცირებული პროექტები“, - განაცხადა მინისტრმა.

სხვა სიახლეები