ანი დარსალია "საქართველოს ,სადაც მუდმივად ვქადაგებთ დემოკრატიულ ღირებულებებს,თავისუფლებასა და თანასწორობას,ეს ყოველივე,რომ დაიცვას ,ამ ქვეყანას ჰყავს სახალხო დამცველი?! სადაა სახალხო დამცველი ,ბატონი უჩა ნანუაშვილი? ესმის ქვეყანაში რა ხდება? ვის ჩაგრავენ და რა მიზეზით? თუ ეს მიზეზი მაინცდამაინც ჰომოსექსულების უფლებებს უნდა შეეხებოდეს?! რადგან ჩვენი ფორმალური სახალხო დამცველი თვალებს იბრმავებს და ყურებს იხშობს ,გადავწყვიტე ,მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ შევასმინო ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამ რამდენიმე დღის წინ მართლმადიდებელ მამაოს მანქანა დაუმტვრიეს ,თუმცა არავინ არ დაინტერესებულა ვინ და რა მიზეზით ჩაიდინა ასეთი საქციელი. რამდენიმე კვირის უკან კი მართლმადიდებელი მოძრვარი ,მამა თეოდორე გაგნიძე ილიას უნივერსიტეტში არ შეუშვეს მიუხედავად იმისა,რომ ეს იყო სტუდენტების მოთხოვნა და არანაირი კონფესიური შინაარსი არ ჰქონია ამ შეხვედრას. მიჩნდება კითხვა , საქართველოს მთავარი უფლება დაცველი, ზემოთ ხსენებულ მაგალითებში ადამიანის უფლების შელახვას ვერ ხედავს? საქართველოში მხოლოდ დედათმავლებისა დამამთმავლების უფლებებია დასაცველი?! „თავისუფალმა თაობამ “ უკვე არაერთგზის მიმართა სახალხო დამცველსა და მის აპარატს ,მაგრამ მათგან სრული იგნორირებაა ჩვენ ყოველ განცხადებაზე , მინდა კვლავ მივმართო სახალხო დამცველს და ვუთხრა ნუ იქნება მიკორძოებული ,ადამიანთა ერთი ჯგუფის ,შეხედულებებისა თუ ინტერესების გამტარებელი,ვინაიდან „თავისუფალი თაობა“ ამგვარ ქმედებაზე თვალს არ დახუჭავს და ვაფრთხილებთ,აქციების სახით არ მიუბრუნდეს ბატონ ნანუაშვილს თავისი უსამართლო საქციელი."
არჩილ გამზარდია 'პუტინი საქართველოს მტერია, მაგრამ სახელმწიფოს ლიდერისთვის მსგავსი კვალიფიკაციის მიცემა პირდაპირი საშიშორების შემცველია საქართველოსთვისაც და ევროპისთვისაც, როგორც ჩვენი საერთო საზოგადოებისა. დემაგოგიურ შეკითხვაზე: "არის თუ არა პუტინი საქართველოს მტერი", სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ აღმასრულებელს რა პასუხი უნდა გაეცა? დამისახელეთ ერთი ევროპელი ლიდერი, რომელიც "მტრის" კვალიფიკაციას აძლევს ასე მარტივად. მტერს ვაგინებ მე, მათ შორის 24 საათი, მაგრამ ხვალ რომ პრემიერი გავხდე, ჩემი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ისე... უკრაინის პრეზიდენტს თუ აქვს მიცემული კვალიფიკაცია "მტრის" , ან ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებს? და ა.შ. ? ვინმემ დამისახელოს'
მირიან ყარაულაშვილი - მე პირადად აწი ყოველ ცისმარე დღე დავუწყებ ძებნას იმ შესაძლებლობას, რომ დღეში ერთი სერიოზული პანჩური დავარტყა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ე.წ. დირექტორს ვინმე ნიკოლოზ ანთიძეს! თუ დამიჭერენ-დამიჭირონ! სადაც წვრილია-იქ გაწყდეს!

გამოკითხვა

ვინ მიგაჩნიათ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე საუკეთესო კანდიდატურად?

ლევან კობიაშვილი მიხეილ ყაველაშვილი რევაზ არველაძე დომენტი სიჭინავა არც ერთი

ხმის მიცემა

ევროპის საინვესტიციო ბანკი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 8 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

2017-11-29 15:31:55

for.ge

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.  ვაზილ ჰუდაკმა საქართველოში გამართული ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას  დასრულებული და სამომავლო პროექტები გააცნო.  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით,  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად  8 მილიარდი ევროს  გამოყოფა იგეგმება: „2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში  რეკორდული რაოდენობის ინვესტიცია  განვახორციელეთ (1.6 მილიარდი ევრო). ჩვენი მიზანია საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში 8 მილიარდი ევროს კრედიტი გამოვყოთ“.

ვაზილ ჰუდაკის განცხადებით, ევროკავშირი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები სხვადასხვა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათ შორისა სატრანსპორტო უსაფრთხოება და ეკონომიკური კავშირები.

„სიმბოლურია, რომ ფორუმი საქართველოში იმართება. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანაა, ეს არის მზარდი სახელმწიფო, რომელიც მოდერნიზაციას და  ტრანსფორმაციას განიცდის.   ჩვენ გრძელვადიანი ინვესტორები ვართ და ინვესტიციას  მხოლოდ სტაბილურ, მომავლის მქონე ქვეყნებში ვახორციელებთ“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა. 

ვაზილ ჰუდაკმა გამოსვლაში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში  ათწლიანი საქმიანობა შეაჯამა. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში 21 პროექტი 1,6 მილიარდით დაფინანსდა: „ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ  საქართველომ გააფართოოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირელი დერეფანი  და  გახდეს ეკონომიკური და ბიზნეს ჰაბი. მჭიდროდ ვმუშაობთ აზიის ინვესტიციების ბანკთან.    საქართველოში 114 მილიონის ღირებულების ბათუმის შემოვლითი გზის პროექტია დამტკიცებული.  სატრანსპორტო პროექტების განვითარების მიზნით  ევროპის საინვესტიციო ბანკს  3 დიდი პროექტი აქვს, რომლის ღირებულება 750 მლნ. ევროა. ეს პროექტები ხელს უწყობს საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის გაუმჯობესებას“,- განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. 

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დავესწარით. ეს სამიტი იყო  ამ რეგიონის, განსაკუთრებით კი საქართველოს ევროპული ხედვის კიდევ ერთი დადასტურება.  ეკონომიკური და სოციალური განვითარება და ტრანსფორმაციის  ხელშეწყობა ჩვენი ერთობლივი საქმიანობის მთავარი ამოსავალი წერტილია, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთ სამეზობლოს კეთილდღეობა, სტაბილურობა უზრუნველყოს“. 

 

 

 

 

სხვა სიახლეები